მთავარი » სასიყვარულო ლექსები

კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2012-08-21
როცა მზე ჩავა და ჩამოღამდება,
და როცა ბინდი დაისადგურებს,
ჩემსა გონებას, ფიქრსა და რწმენას,
მტარვალი სევდა დაისაკუთრებს.

თვალებს რომ მივაპყრობ მდუმარე ღამეს,
მოგონებები ისევ ცოცხლდება,
და შიგ ჩაძირულს გრძნობათა წყრომით
ნაცნობი სევდა კვლავ მეორდება.
ავტორი:giga2891 | ნახვები:5472



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2012-01-08
                                                        

ფრთხილად იარე, შენი გული ბროლის გულია,
დაცურდება და დაიშლება წვრილ ნამცეცებად;
ეს ღამეც მალე გასცილდება ლესას, გულიანს,
ავა ჯუმათში და მონაზვნად აღიკვეცება.......

ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:5198



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2012-01-08

ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:4860



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-14
გელი... შენ გამოჩენას ყოველ წუთს ველი, ამ წამსაც გელი... თვალებს დავხუჭავ სიზმარშიც გელი შენ როდის მოხვალ მე ამ წუთს ველი... შენს გვერდზე განვლილ ყოველ წუთს ვეტრფი... შენს მკერდზე ნაწოლ ჩემ სახეს ვათბობ ამ მოგონებით ოცნებას ვაწყობ...
ავტორი:SVANNI | ნახვები:5445



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-09
    

ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც 

მყოფნის,

სიზმრის რაინდებზე დანიშნული,

უაზროდ შეყვარებული ქალები,

რომანის გმირების ასლები,

გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,

უმისამართო ღიმილი,

არამიწიერი სინაზე,

კოცნამდე ახსნილი სიყვარული....


ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3269



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-12-09
ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.

ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე,
მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს.
გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ -
იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია......
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:3394



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-30
  რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები,
გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე,
ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები,
ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე.
განწყობა შევცვალე ისევე განწყობით
და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე,
სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში,
აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე....
ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:2609



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-30
ვეფერები თითებს... 
ამდენს როგორ მითმენ? 
ქარს მოყვება შხეფები... 
მე კი, თითებს ვეხები... 
ქარი მღერის ფარულად... 
გულში შემოპარულა... 
მე შენს თითებს ვეხები... 
ქარს კი მოაქვს შხეფები... 
შენ რომ გხედავ ვენთები... 

ავტორი:27_MoPaRuLi_KoCnA | ნახვები:4503



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-13
მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს...
სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს...
მე ხომ, შენი მოფერება მათბობს...

მთელი კვირა ველოდები მზეს,
მზესთან ერთად ულამაზეს ასულს...
მთელი ღამე შენი დარდი მდევს,
და ფაქიზად ვეფერები წარსულს.....
ავტორი:xxx | ნახვები:2960



კატეგორია:სასიყვარულო ლექსები | თარიღი:2011-11-09
ძვირფასო, შენთან შეხვედრა მინდა
და შენს ნაკვალევს ვეძებ მარადის,
ხევსური ბიჭი მოსული მთიდან,
ქალამნითა და ჭრელი ხალათით;

ცივი და თანაც ღიმილის მჩენი.
რად გამრბიხარ თავის განწირვით,
თუ თანასწორი არა ვარ შენი,
დამითმე მაინც გულის ნაწილი....
ავტორი:ToK | ნახვები:2925


1 2 3 ... 58 59 »