მთავარი » 2011 » ნოემბერი » 9 » ხევსური ბიჭი
10:51 PM
ხევსური ბიჭი


ძვირფასო, შენთან შეხვედრა მინდა
და შენს ნაკვალევს ვეძებ მარადის,
ხევსური ბიჭი მოსული მთიდან,
ქალამნითა და ჭრელი ხალათით;

ცივი და თანაც ღიმილის მჩენი.
რად გამრბიხარ თავის განწირვით,
თუ თანასწორი არა ვარ შენი,
დამითმე მაინც გულის ნაწილი;

ჩემს ხევსურობას იწუნებ ალბათ,
დაფიქრდი ქალავ მიხვდე ეგების,
მწამს სიყვარულის ძვირფასო, მაგრამ
ფეხქვეშ ვერავის ვერ გავეგები...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2925 | დაამატა: ToK | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]