მთავარი » 2011»ივნისი»29 » არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...ვუძღვნი გვანცას :)
3:55 PM
არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...ვუძღვნი გვანცას :)
ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ჰაერივით და მზესავით მჭირდები, წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და ასფურცელას ასი ფერით ვირთვები...
ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა მიპოვნია წუხანდელი სიზმარით, ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი...
ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან, კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან... ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ, ჰაერივით და მზესავით მჭირდები და წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ... ელგა ფოლადაშვილი