თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი, რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში პირველი მუდარა, მოდი და დამხატე.. ♥ - 30 ნოემბერში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი, რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში პირველი მუდარა, მოდი და დამხატე.. ♥
9:52 PM
თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი, რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში პირველი მუდარა, მოდი და დამხატე.. ♥

რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები,
გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე,
ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები,
ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე.
განწყობა შევცვალე ისევე განწყობით
და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე,
სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში,
აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე.
 
თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი,
რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე
პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში
პირველი მუდარა, მოდი და დამხატე...
დამხატე ისეთი, როგორიც ახლა ვარ,
მშვიდი და ამავ დროს საშინლად მღელვარე,
დამხატეე ბავშვიც და ბავშვიც, რომ აღარ ვარ,
დამხატე გიჟიც და ნახევრად მთვლემარე. . .
 
დამხატე შიშველი დარდების ამარა,
დამხატე ოცნებანარევი ღიმილით,
ისე, რომ ცისკარზე შემოვკრა კამარა,
ისე, რომ გავგმირდე გოეთეს გმირივით.
დამხატე პორტრეტად სალვადორ დალისი,
რემბრანტის ფუნჯებზე სასკიათ მაცეკვე,
დამხატე, შემმატე ნაღველიც, ხალისიც,
დამხატე, შენ ოღონდ მოდი და ნამცეცებს
ამ ჩემი სულისას, ქცეულებს ლანდებათ,
გაგიყოფ, თუ ჩემგან რაღაცა დარჩება. . .
დამხატე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1413 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 Sharky   (2012-11-09 8:39 AM)
I have been so bwedilered in the past but now it all makes sense!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]