მთავარი » 2011 » ნოემბერი » 4 » ,,სიყვარულის ნიშნები,, (რომიკო ჯოჯუა)
10:45 PM
,,სიყვარულის ნიშნები,, (რომიკო ჯოჯუა)

როცა დრო მიჰქრის ქარივით სწრაფად
როცა ღამე გრძნობებს აღვიზებს
როცა ზეწარი იქცევა აფრად
და ვარსკვლავები ფიქრებს აღვივებს
როცა შენს ირგვლივ ზამთარი არის
მაგრამ შენს სულში გაზაფხულია
მოტრფიალე ხარ მთვარიან ღამის
შური და ბოღმა დაზაფრულია
როცა ზღვის საზღვარს უშიშრად კვეთავ
როცა ოცნების კოშკებს იშენებ
მასზე კოცნაზე ოცნებებს ბედავ
და ხელის გულებს ვარდით იმშვენებ
როცა სამყარო პატარა ხდება
ცაში აიჭრე გინდა მტრედივით
როცა შენს სულში ეშმაკი კვდება
ტბაში დაცურავ თეთრი გედივით
როცა გინდა გაცდე სამყაროს
და სიყვარული შენ შეითავსო
სადმე მთვარეზე ჩამოჯდე მასთან
უთხრა: მიყვარხარ ჩემო ძვირფასო

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 3558 | დაამატა: romka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
0  
4 ana   (2012-11-09 2:16 PM) [Entry]
dzaaaaaaaaan lamazi leqsiaaaaa!!!

0  
3 diana   (2012-01-06 6:51 PM) [Entry]
dz magaria:*) dz momewona warmatebebs gisurver :*:*:*)))

0  
2 magda   (2011-12-20 1:10 PM) [Entry]
dzaaan magari leqsiiiaaaaa, warmatebebs gisurveb, ase gaagrdzelee, dz magariiiaaa:*:*:*)))

0  
1 romka   (2011-11-07 4:34 PM) [Entry]
chemi dawerilia gtxovt tqveni azri komentarebis saxit dawerot

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]