მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » შემთხვევით დაიწყო......შემთხვევით დამთავრდა.......
11:25 AM
შემთხვევით დაიწყო......შემთხვევით დამთავრდა.......

შემთხვევით დაიწყო......                          


                                            შემთხვევით დამთავრდა.......

ეს მოხდა მაშინ, როდესაც ყველაზე ლამაზი იყავი, ყველაზე ბედნიერი , ყველაზე უდარდელი,ყველაზე მხიარული...... ეს მოხდა ბავშობაში...

              ეს მოხდა გაზაფხულზე, როცა მზის სხივების სიმხურვალე
იმდენად ძლიერია, რომ შენც გათბობს და სურვილი გიჩნდება სხვაც გაათბო...
როცა ყველაფერი იღვიძებს და როცა უბრალოდ სიცოცხლე მშვენიერია....:)))

              შემთხვევით დაიწყო.... თამაშით დაიწყო.... სიცილით
დაიწყო... თვალებით დაიწყო... მხოლოდ თვალებით+ თვალები ხომ ყოვლის
მთქმელია... ლამაზი თვალები...თაფლისფერი,   წყლიანი, ნაღვლიანი, ეშხიანი,
გამომწვევი... აქ ხომ სიტყვები უბრალოდ ზედმეტია... როგორი მშვენიერი და
როგორი ველური... როგორი მგრძნობიარე და როგორი უგრძნობი....

          უთქვამთ, თვალები ყოვლისმთქმელიაო... თურმე ცდებიან... ზოგჯერ
თვალებიც იტყუებიან... თვალები გულის სარკეაო, გულის ანარეკლიაო... ესეც
არ ყოფილა მართალი... სიყვარული ბედნიერებას მოგიტანსო... სისულელეა...:(((


          შემთხვევით დამთავრდა..... ის, რაც დაიწო შემთხვევით.....
                        ან სულაც არ დაწყებულა... უბრალოდ თვალებმა
შეგაცდინეს თაფლისფერმა, ლამაზმა, ნაღვლიანმა, მშვენიერმა და თანაც
საზიზღარმა...

            არ დაუჯეროთ თაფლისფერ თვალებს... დაიჯერეთ იმის, რომ
შემთხვევით დაწყებული სიყვარული დამთავრდება უბრალოდ შემთხვევით... და
აღარასდროს განმეორდება.......



                                          ავტორი: ნაია ადამია


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1895 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 nuniko   (2011-11-10 5:51 PM) [Entry]
chanaxativit aris magram dasaxvewi azrs chavwvdi magram..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]