ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე დედა~-დაიწერა ბაგეზე. თვალები ძვლივს გაახილა......უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა. _თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი! _გადარჩა? _სადა ვარ?_ და ვერც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა... მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილითმეგობართან წავიდა.არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. ართავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა დაამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,ვერ მაპატიებს, ვერა...~_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმედედა~_ შეაშრა ბაგეზე._სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმამშობლებს...რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც..._მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ......ღმერთს არ ესმოდა მისი...თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა დაფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა......ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათსუყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთსთავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილორა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულადრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორისნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწიაახლოს და დაჯდა......ერთხანს დუმილს უსმენდნენ......თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს......ბოლოს დაირღვა სიჩუმე..._დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...გახსოვს იები რომ მოგიტანე?!._რა თქმა უნდა..._ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?_მახსოვს..._გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარვიქნები..._მე შენ მიყვარხარ!.._სიბრალული გალაპარაკებს..._მე შენ მართლა მიყვარხარ!.._არ მითხოვია შენთვის შებრალება..._შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა..._არ არის საჭირო, გეხვეწები..._მე, მე შენ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!.....ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღადარჩენოდა..._იცი რაა?_რაა?_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!.....და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს......ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,მეგობრები...ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენსახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე......სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში......ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
მიმაგრება: |