მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » საინტერესო ფაქტები ვალენტინობაზე...
11:11 PM
საინტერესო ფაქტები ვალენტინობაზე...

                  
საშუალოდ, წმინდა ვალენტინის დღეს კაცებს ორჯერ მეტი ეხარჯებათ, ვიდრე ქალებს.
კაცების 1/3 და ქალების 1/5 ამჯობინებს, ამ დღეს საჩუქარი არ მიიღოს.
დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამ დღეს ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის.
ამერიკელი ქალების 15% საკუთარ თავს უგზავნის ყვავილებს.
ორსულობის დასადგენი ტესტები ყველაზე მეტი მარტში იყიდება, სხვა თვეებთან შედარებით.
პენიცილინი, რომელიც შველის ვენერიულ დაავადება სიფილისს, საზოგადოებას წარუდგინეს 1929 წლის 14 თებერვალს.
პრეზერვატივების
კომპანია "დურექსის” სტატისტიკით, მათი პროდუქცია ამ დღეს უფრო მეტი
იყიდება – საშუალოდ 20-30%-ით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ.

ვალენტინის მისალოცი ბარათების 50% დღესასწაულამდე 6 დღით ადრე იყიდება.
მსოფლიოში
ამ დღეს მილიარდამდე ბარათს გზავნიან და ჩუქნიან, რაც შობის შემდეგ რიგით
მეორე ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულს ხდის მას. ბარათების დაახლოებით
85%-ს ქალები იღებენ.

იაპონიაში ვალენტინის დღეს ქალები კაცებს
შოკოლადს ჩუქნიან. ამ ტრადიციის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შოკოლადის
მწარმოებელ კომპანიებს მიუძღვით. კაცები სამაგიეროს უბრუნებენ 14 მარტს,
რომელსაც თეთრ დღეს ეძახიან.

ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ: ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი, მეგ რაიანი და დენის ქუიდი, პამელა ანდერსონი და ტომი ლი.
1779 წლის 14 თებერვალს ჰავაის აბორიგენებმა დიდი ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური, ჯეიმს კუკი მოკლეს.
ვალენტინობის დღესასწაულზე და წინა ორ დღეს დაახლოებით 110 მილიონი ვარდი იყიდება, უმეტესად წითელი ფერის.
ვალენტინობის დღესასწაულზე გულის ფორმის 35 მილიონ შოკოლადს გზავნიან საჩუქრად.
კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში სამი წმინდანი არსებობს ვალენტინის სახელით, აქედან ნებისმიერი შეიძლება იყოს დღესასწაულთან კავშირში.
შუასაუკუნეებში მანდილოსნებს სჯეროდათ, რომ რომელ მამაკაცსაც დაინახავდნენ პირველად ამ დღეს, მომავალში მათი ქმარი გახდებოდა.
14 თებერვალს ბევრი ჩიტი წყვილდება. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ დღესასწაულს სათავე მათგან მიეცა.
ძველი
ცრურწმენით, თუკი ვალენტინობის დღესასწაულზე გაუთხოვარ ქალს გულწითელა
გადაუფრენს თავზე, მეზღვაურს გაჰყვება ცოლად. ბეღურა ღარიბი კაცის, მაგრამ
ბედნიერი ცხოვრების ანალოგია, ჩიტბატონა კი მდიდარი ქმრის.

ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე ყოველ წელს 1000-მდე ვალენტინის ბარათი იგზავნება.

ბარათების მწარმოებელი ამერიკული ფირმა "ჰოლმარკი” 1330 სახის განსხვავებულ ბარათს აწარმოებს ვალენტინის დღესასწაულისთვის.
ვიქტორიანულ ეპოქაში ვალენტინის ბარათზე ხელის მოწერა უიღბლობის მომტანად ითვლებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტს პირველად ფოტო 1849 წლის 14 თებერვალს გადაუღეს. ფოტოგრაფი იყო მეთიუ ბრეიდი, პრეზიდენტი კი ჯეიმს პოლკი.
გული
სიყვარულისა და ვალენტინობის სიმბოლოა. ანტიკურ კულტურაში ის სულის
სამყოფელად მიიჩნეოდა, სხვების აზრით, ემოციებისა და აზროვნების წყარო
იყო, კაცებისთვის – ძლიერების, კეთილშობილებისა და სამართლიანობის
მიმცემი. გული სიყვარულთან ასოცირდებოდა, რადგან ბერძნული ეროსისა და
რომაული კუპიდონის სამიზნე იყო. მათი ნასროლი ისარი სამუდამო სიყვარულს
ბადებდა ადამიანში.

ყველაზე ძველი ბარათი ამ დღეს, როგორც ცნობილია,
1415 წელს გაიგზავნა ორლეანის ჰერცოგის მიერ მისი ფრანგი ცოლის
მისამართით. ამჟამად ეს ბარათი ლონდონის მუზეუმში ინახება.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1957 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Fernando   (2012-08-25 8:38 AM) [Entry]
This is just the perfect awnser for all forum members

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]