* * * შენი თვალების სიკეთე მხიბლავს,
მე შენი სულის სიღრმე მაოცებს,
იმდენად კარგი არსება გნახე,
ახლოს რომ ვიყო მაგრად გაკოცებ...
* * * მე შენს თვალებში ვიპოვე სითბო,
გაყინულ გულს რომ ყოველთვის მითბობ,
სამაგიაროდ არაფერს ვითხოვ
დაუფიკრებლად სიცოცხლეს გითმობ!
* * * შენი თვალები არის სურვილი,
შენი ღიმილი ჩემი ვედრება,
შენი ტუჩები არის ლოდინი და
არც ერთი არ მომბეზრდება!
* * * * * * თვალებით შეგიყვარე თვალებით გაგიღიმე
თვალებით გითხარი რომ მე შენ მიყვარხარო
თვალებმა გაგიმხილეს თვალებმა შემოგფიცეს
ჩემო სიცოცხლე მხოლოდ შენი ვარო..
* * * ცისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას
თუარ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას
და მოგიკლავ მოღალატე მაგ ნაფერებ ქმარს...
* * * ო, როგორ მიყვარს მე ვარსკვლავები,
და მოკაშკაშე ცივი მთვარე ო,
როგორ მიყვარს მე შენი თვალები და
ის დღე როცა შენ შეგიყვარე....
* * * სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია
მასზე ულამაზესი ქვეყნად არაფერია
ყვავილებისნამქერი შესევიან ლელიანს
მე რომ გელი იცოდე ასე არსად გელიან...
მიმაგრება: |