* * * მე შენსკენ მავალ ბილიკებს ვეძებ, ჩემთვის სხვა კარი დაკეტილია, მე სხვას არ ვეძებ რადგანაც ვიცი შენი დაკარგვა არ შემიძლია...
* * * მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს, იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან... შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს, მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს
* * * გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა. მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
* * * შენთვის არ მითქვამს არცერთი სიტყვა სიყვარულზე ........ მაგრამ არ მითქვამს არცერთი სიტყვა უსიყვარულოდ. ..
* * * თითქოს მიყვარდი, მერე უცებ გადამიყვარდი, და როცა თითქოს აღარ მიყვარდი გაოცებისგან ლამის გავგიჟდი, ისევ მიყვარდი...!
* * * ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი, ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას, თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი, ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით...
* * * როცა შემხვდები არ მომეხვიო, თუ მომეხვევი, არ მაკოცო და თუ მაკოცებ არ შემიყვარო, თუ შემიყვარებ-გთხოვ არ დამტოვო!!!
მიმაგრება: |