მთავარი » 2011 » სექტემბერი » 23 » ო რა მაგარი ქალი ხარ,,,,,,,,,
2:48 PM
ო რა მაგარი ქალი ხარ,,,,,,,,,



უდაბნოში რომ აღმოვჩნდე, 
 შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ 
 დასაწყისშივე გეტყვი რომ 
 „ო რა მაგარი ქალი ხარ!" 
 შავი ღვინის გაქვს ტუჩები 
 მაშინ როდესაც ლოთი ვარ 
 და როცა თრობა მინდება, 
 მეც შენთან სტუმრად მოვდივარ 
 აი მაშინ კი დავთვრები, 
 ჩავიძირები სასმელში, 
 იმას ალერსით გადმოგცემ, 
 რასაც არ გეტყვი სათქმელში, 
 ცხოვრებას რისკით შევხედავ 
 სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად, 
 თუ მთასვლელობა შევძელი, 
 მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად. 
 ღრუბლებს კი ნუ ემალები, 
 გიხდება მათგან გამოსვლა, 
 და როცა მწვერვალს დავიპყრობ 
 შენ მზის იქნები ამოსვლა, 
 ვარდების ზღვაში გიხილე, 
 ლექსი გიძღვენი უთქმელი, 
 ვარდებს სურნელი აღარ აქვთ 
 ვარდებს აქვთ შენი სურნელი. 
 ხედავ რა ქალი ყოფილხარ? 
 შენსკენ ლტოლვა რომ დიდია, 
 შენზზე მაგარი კაიფი 
 მე სულ ფეხებზე მკიდია. 
 ეს ვარდები კი ძვირფასო, 
 გრძნობებით მოქარგულია, 
არც ერთი არ მიყიდია,
სულ ყველა მოპარულია!!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2729 | დაამატა: mariamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 mao   (2011-10-09 11:45 PM) [Entry]
kargia dzalian heart heart heart heart love

0  
1 ness   (2011-09-26 8:33 PM) [Entry]
wow dzaaanm agaria vin aaris avtori xom ar icit?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]