მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » ნაწყვეტი დღიურიდან I
0:40 AM
ნაწყვეტი დღიურიდან I


ნაწყვეტი დღიურიდან

"ეს ნაწერი ერთი ადამიანის ცხოვრებიდან ამოღებული რამოდენიმე დღეა. ის არ არის მხატრულად გაფორმებული რაღაც ნოველა, უბრალოდ მასში მისი ცხოვრების ყველაზე მტანჯველი რამოდენიმე დღეა”


_ ხო სიხარული, _ ნამძინარევი ხმით ვუპასუხე მობილურს.
_ მიყვარხარ ილია, _ ხმაში უზომო სიყვარული იგრძნობოდა, მაგრამ ენის ხმა მაინც არ მომეწონა
_ რამე მოხდა ენი?
_ არა, _ სიჩუმე ჩამოვარდა ტელეფონში...
_ რატომ დუმხარ?
_ უბრალოდ დავრეკე, მინდოდა მეთქვა რომ ძალიან მიყვარხარ ილი
_ მეც ძლიან მიყვარხარ ენი, მაგრამ შენი ხმა არ მოწონს, რაღაც მოხდა და არ მეუბნები...
_ სულელო არაფერი მომხდარა, _ და გარკვევით გავიგონე როგორ ატირდა ჩემი სიხარული...
_ იცი ილი მე შენ ვერ ვიქნები, უნდა დავშორდეთ... კვლავ წამიერი დუმილი დაშემდეგ მხოლოდ ერთი სიტყვა, _ მაპატიე ... მობილური გაითიშა...
კინაღამ გავგიჟდი მაშინვე ენის ნომერი ავკრიბე და დაკავშირებას დაველოდე, მაგრამ უშედეგეოდ, ოპერატორი მპასუხობდა რომ მობილური ტელეფონი გასული იყო მომსახურეობის ზონიდა... სააგონებელში ჩავვარდი აღარ ვიცოდი რა მექნა, მთელი დღე ფიქრებმა შემჭამა, საკთარ თავს სულ იმას ვეკითხებოდი რა მოხდა... უცებ თავში რაღაც ამომიტივტივდა... მაშინვე მობილურს ვეცი და გონება დავძაბე, _ ფუ ქეთის ნომერს როგორ ვერ ვიხსენებ, რა სულელი ვარ რატომ არ ჩავიწერე... გონება უფრო მეტად დავძაბე და უცებ რაღაც რიცხვები ამოძრავდა... სასწრაფოდ ავკრიბე ნომერი და...
_ ქეთი შენ ხარ?
_ დიახ, _ მომესმა ნამტირალევი ხმა...
_ ქეთი ილია ვარ, რა მოხდა ? რა ხმა გააქვს? ენიმ დამირეკა დილით და რაღაც გაგუგებრად მესაუბრა, მთელი დღეა ტელეფონი გათიშული აქვს ვერ ვუკავშირდები...
_ არაფერი არ მომხდარა...
_ როგორ თუ არაფერი ტოო? ფაქტია რაღაც მოხდა... შენ რა გატირებს?
_ ვაიმე არაფერი რაა... _ კავშირი გაწყდა
კვლავ დავრეკე, უკვე ძალიან ავფორიაქდი. შემეშინდა, _ ნეტავ რა ჯანდაბა ხდება?... მეშინოდა, მაგრამ რისი?... დაკავშირებამ დიდხანს გასტანა მაგრამ ბოლოს ქეთიმ მაინც მიპასუხა...
_ რა გინდა ილია რაა? _ უკვე გაღიზიანება შევამჩნიე მის მხაში...
_ მითხარი რა ჯანდაბა ხდება? სადაა შენი დაა? ...
ტელეფონში დუმილი ჩამოვარდა, დუმილმა თითქოს საუკუნეს გასტანა, რაღაც ბურთი მომებჯინა ყელზე, მოლოდინში სუნთქვა შემეკრა, საკუთარი გულის უზომოდ აჩქარებული ცემა გარკვევით მესმოდა და... და ბოლოს ქეთის ცრემლნარევი ხმა ჩამესმა ყურში...
_ თუ მართლა გიყვარს ჩემი და მაშინ საერთოდ შეეშვი გთხოვ ილია...
_ რაა? რას ამბობ? რა სისულელეა? ღა ჯანდაბა მოხდა ამიხნიიით? _ გამოვედი უკვე წყობიდან
_ რა მოხდაა? რაზე იჩხუბეთ?
_ რა? რა ვიჩხუბეთ? ხომ არ გაგიჯდი? _ გაოცებისაგან პირი ღია დამრჩა...
_ ილია, ენი სავადმყოფოშია, რეანიმაციაში, და ეჭვიც არ მეპარება რომ ეს შენი დამსახურება... ხმაში ზიზღი იგრძნობოდა... გული გამიჩერდა, ხმა ვეღარ ამოვიღე, თითქოს და მართლაც ენა გადამეყლაპოს.
_ რას ამბობ? რა სისულელეა? ახლავე მითხარი რა მოხდა!
_ ამ დილით ენიმ თავის მოკვლა სცადა, რაღაც აბები დალია, თანაც მთელი კოლოფი... ალბად ვერ გადარჩება...
ამის გაგონებაზე გული თითქოს გაჩერდა, უკვე აღარ მესმოდა აღარაფერი, ქეთი რაღაცას მეუბნებოდა კიდევ მაგრამ აღარ გამიგია თუ რას... თავში მიტრიალებდა სიტყვები, აბები, მთელი კოლოფი, თავის მოკვლა, ვერ გადარჩება... უცებ ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ, როგორ გაისმა ყურებში რაღაც გაბმული წივილი, ვიგრძენი როგორ მომეკეცა მუხლები და როგორ დავეცი.........
გონს საწოლში მოვედი, გვერდით დედა იჯდა ხელში რაღაც სითხიანი ნაჭერი ეკავა და შუბლზე მისვამდა, იქვე იდგა ჩემი ძმაც და დამცინავი სახით მიყურებდა.
_ რა იყო ბიჭო რა მოგივდა? რა ძირს გაადინე ბრაგავნი?
_ რას ბოდავე ეს დედა? ან რას დამდგომიხართ თავზე მომაკვდავივით? _ გაკვირვება ვერ დავმალე...
_ დაწყნარდი შვილო გული შეგიწუხდა, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ექიმმა თქვა უბრალოდ ასაკის ბრალიაო.
_ რა შეწუხება, რა ექიმი, რა ასაკი, თქვენ კარგად ხართ? ვერ მოვედი გონზე...
_ რავიცი ქალიშვილივით კი დაასკდი გულშეწუხებული ძირს. _ გადაიხარხარა ჩემმა ძმამ.
_ ებიჭო მოშორდი აქედან რაა. _ გავღიზიანდი. _ დიდიხანია მძინავს?
_ არც ისე იქნება ალბად 3 საათი
ნეტავ რა დამემართა? ვკითხე საკუთარ თავს გაკვირვებულმა... უცებ დავიძაბე, ღმერთო ენი... აბები, სავადმყოფო... და მაშინვე ყველაფერი გამახსენდა... საწოლიდან გიჟივით წამოვარდი, მაგრამ მაშინვე თავბრუსხვევა ვიგრძენი, გვერდზე წამაქანა და საწოლზე მოწყვეტით დავეცი...… დედა გაგიჟდა.
_ რა მოხდა? სად გარბიხარ? Aარ შეიძლება იწექი ცოტახანს კიდევ...
_ დედა გადით ჩემი ოთახიდან, _ მოვითხოვე კადეგორიულად
_ ეჰ ხომ გითხარი ეს სულ გაგიჟდამეთქი? _ ნიშნისმოგებით თქვა ჩემმა ძმამ.
_ ბიჭო გაეთრიე აქედან, _ გავცოფთი და წამოდგომა დავაპირე რომ ერთი გემოზე მიმეთეთქვა, მაგრამ გამასწრო, თავქუდმოგლეჯილი გავრდა ოთახიდან...
_ რა მოხდა ილია? _ გაოგნდა დედა _ რა დაგემართა?
_ დედა გთხოვ გადი რაა
მარინა უხმოდ ადგა ნაჭერი იქვე ე.წ. "ტუმბოჩკაზე” დადო და უყკანმოუხედავად გავიდა...
როგორც კი მარტო დავრჩი მაშინვე საკუთარ თავს ვეცი და დავიწყე ყოველივე იმის გახსენება რაც ამ დილით მოხდა, დითხანს ფიქრი არ დამჭირვებია ყველაფერი რამოდნიმე წუთში აღვიდგინე... თვალზე ცრემლი მომადგა, ვერაფრით ვიჯერებდი დილანდელ საუბარს. _ არა ეს სეუძლებელია, ასე არ იქნება... მობილურს დავწვდი და წამიერად შევჩერდი, მოდი ენის დავურეკავ, იქნებ მიპასუხოს... იქნებ ეს ყველაფრი უბრალოდ სიზმარი იყო მაშინვე მისი ნომერი ავკრიბე და დველოდე, ნაცნობი ხმა გავიგონე "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან” ... ნუთუ ეს ყველაფერი მართალია? ნუთუ მართლა ასე მოიქცა ენი? ნუთუ მე არ ვადარდებდი? მე რა უნდა ვქნა მის გარეშე? ღმერთო მას რომ რამე დაემართოს მეც მოვკვდები... ფიქრებმა და საკუთარ თავზე დასმულმა ამდენმა კითხვამ საერთოდ ამირია თავგზა... მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება... _ საწრაფოდ თბილისში უნდა წავიდე, ახლავე უნდა წავიდე... საწოლიდან მაშინვე წამოვხტი, ვიგრძენი როგორ დამეხვა კვლავ თავბრუ, დაცემისგან თავი შევიმაგრე, იქვე მდგარ მაგიდას დავეყრდენი, წუთით ესე გავჩერდი, თავბრუსხვევამ გამიარა... დავწვდი ტანსაცმელს, კატასტროფული სისწრაფით ჩავიცვი და ოთახიდან გამოვარდი...
_ სად მიდიხარ ილია? _ გამომეკიდა უკან დედაჩემი
_ არსად,
_ რას ქვია არსაად? რა დაგემართა? რა ხდება შენს თავს?
_ აუუ არაფერი მეთქი რაა. დედა წავედი დამაგვიანდება არ მედზებოთ
_ შენ ხომარ გაგიჯდი? რას ქვია არ გეძებოთ? როდიდან დაიწყე ეგეთი ლაპარაკი?
_ მივდივარ და გითხარი არ ინერვიულოთ...
მაშინვე კარები გამოვაღე სირბილით გავიარე ეზო და ქუჩაში აღმოვჩნდი... რას გავყვე ავტოსადგურამდე? ვკითხე საკუთარ თავს და უცებ გამახსენდა რომ კაპიკიანიც კი არ მეგდო ჯიბეში, ნეტავ სად მივდივარ ესე უფულოდ? ვის ვთხოვო ფული? მოდი ნათლიაჩემს. მაგრამ მაშინ უნდა ვუთხრა სადაც მივდივარ და ეგ სისულელეა. გაიგებენ სახლში. ვერაფერი მოვიფიქრე. ესე ჩაფიქრებული ვიდექი ერთხანს. მერე კი სახე გამინათდა, _ ვაიმე თამუნა... იქნებ მას ქონდეს ის ხომ ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარია, უარს არ მეტყვის თან მას ვენდობი და ვიცი არაფერს იტყვის... მაგრამ თამუნა ეხლა სად იქნება? ალბად სკოლაში... მაშინვე გზის მოპირდაპირე მხარეს გადავედი და ტრანსპორტს დაველოდე რათა სკოლაში ავსულიყავი...
დასვენება იყო სკოლა ხმაურობდა, ბავშვები აქეთ-იქეთ დარბოდნენ... კიბეებს ავუყევი მოვძენე ჩემი საკლასო ოთახი და კარი შევაღე როგორც ყოველთვის აყლაყუდა ვაჟა ახლაც რაღაცაზე მაიმუნობდა და ბავშვებს სიცილით ხოცავდა. ჩემს დანახვაზე ვერცერთმა კლასელა გაკვირვება ვერ დამალა. აქეთ მეც გაკვირვებული დავრჩი. ნეტავ რა ეტაკათ? გავიფიქრე ჩემთვის... ვაჟამ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ინტერესით იკითხა:
_ ბიჭო დედაშენმა დარეკა სკოლში ილიას რაღაც დაემართაო ცუდად არის და ვერ მოვაო?
_ ხო რავი დაიკიდეთ რაღაც ვერ ვიყავი
_ ნამდვილად?
_ ოოო კაი რა ვაჟა არ ვარ მაიმუნობის ხასიათზე. _ შემდეგ თამუნას გავხედე ძალიან გამეხარდა რომ სკოლაში იყო.
_ თამუ შენთან საქმე მაქვს მაგისთვის მოვედი, უნდა დაგელაპარაკო და წამოდი რა გავიაროთ
კლასში სიცილი ატყდა.
_ რა იყო სიყვარულის ახსნას ხომ არ აპირებ? თვალი ჩამიკრა ვაჟამ.
_ ეე შენ ხომ გამიხურე რაა. დაახვიე, _ მომივიდა გული. თამუნასაც გაეცინა პატარა ბავშვივით ენა გადმოუკო ბავშვებს და ნიშნისმოგებით წარმოთქვა,
_ გასკდით ეხლა გულზე... _ თან სიცილით კვდებოდა. ხელკავი გამომდო და კარისკენ გამიყოლა.
_ თამუ რაღაც მინდა გთხოვო, იქნებ როგორმე დამეხმარო?
_ რა მოხდა? რაღაც არ მომწონხარ აფორიაქებული ჩანხარ...
_ ჰო რავი. იცი ფული მჭირდება სასწრაფოდ თბილისში უნდა წავიდე.
_ რატომ? რა მოხდა არ მეტყვი?
_ ხო მაგრამ მითხარი გაქვს რამე?
_ ვაიმე მართლა არაფერი არ მაქვს 5 ლარი მაქვს და მოგცემ თუ გინდა მაგრამ რას გეყოფა?
მოვიწყინე, არ გამიმართლა, თამუნასაც არ ქონია, ეხლა რა ვქნაა? გავიფიქრე წამით.
_ ილი არ მეტყვი რა მოხდა?
_ ხო ენის დაემართა რაღაც.
_ რას ამბობ? რა დაემართა?
ამოვისუნთქე და დაწვრილებით მოუყევი ყველაფრი რაც ამ დილით მოხდა... თამუნას თვალები შუბლზე აუვიდა. არ ელოდა ასეთ რამეს.
_ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, _ დამაშვიდა მეგობარმა
_ ხო ან იქნება ან არა , ეგეც საკითხავია, მისმა დამ მითხრა რეანიმაციაში არისო, აღარ ვიცი რა ვქნა, არც ვიცი რა მოხდა, რამ მიიყვანა ამ ზომამდე, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი,
თამუნა დაფიქრდა, ერთხანს ეს იყო თვაჩაღუნული და რაღაცაზე ფიქრობდა, ბოლოს თავი აწია და...
_ წამოდი მე ვიცი სადაც ვიშოვით მაგ ფულს
_ საად? _ სახე გამინათდა მეც
_ წამოდი და არაფერი მკითხო...
ქუჩაში გავედით თამუნამ "მარშუტკა” გააჩერა... ჩავსხედით... ფიქრები მკლავდა სად მივდიოდით ან როგორ უნდა ეშოვა მას ჩემთვის ფული, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, და მოვლნების განვითარებას ველოდი. ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა, _ აქ უნდა ჩავიდეთ... მძღოლს გაჩერება სთხოვა ფული გადაუხადა და...
_ სად მივდივართ თამუ?
_ წამოდი...
იქვე მდგარ ლომბარდისკენ წავედით, გამიკვირდა. ვერ მივხვდი იქ რა გვინდოდა.
_ რას აპირებ თამუ?
_ არაფერს დაწყნარდი, გამიღიმა მან და ლომბარდის ოპერატორს მიუახლოვდა შემდეგ ხელიდან ბეჭედი წაიძრო და ქალს მიმართა
_ ამას რამდენად დაიტოვებთ?
გაოგნებული დავრჩი, -რას აკეთებ? არა ასე არ მინდა თამუნა, ვაიმე გმადლობ, მაგრამ ესე არ მინდა, _ ავფორიაქდი და ხელიდან ქალისათვის მიწოდებული ბეჭედი გამოვტაცე,
_ ნუ სულელობ მომეცი, ვიცი რასაც ვაკეთებ,
_ არაა. შანსი არააა. _ ვიუარე და ხელი უკან გავწიე.
_ იცოდე ხმას არასოდეს გაგცემ, მეგობარს მეგობრის დახმარება როცა ჭირდება არაფერს არ უნდა მოერიდოს. _ იმართლა თავი მან და ხელი გამოიშვურა რათა დამებრუნებინა ბეჭედი... თუმცა სხვა გზა მაინც არ მქონდა. მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და დავუბრუნე თავისივე ნივთი, მაგრამ სირცხვილის გრძნობამ შემაწუხა.
თამუნამ დაალომბარდა თავისი ბეჭედი... 52 ლარი მოგვცეს. მან გამომიწოდა თანხა, ხელი მომკიდა და ქუჩაში გამომიყვანა...
_ ახლა კი ავტოსადგურზე წავიდეთ გაგაცილებ და მეც სახლში წავალ. გამიღიმა თბილად მეგობარმა
_ თამუ მე შენ ამას არასოდეს დაგივიწყებ
_ ჰო კაი ნუ სულელობ...

...

უკვე ზაჰესში ვიყავი, რაც უფრო ვუახლოვდებოდი თბილისს მით უფრო მეტი შიში მეუფლებოდა, ვიცოდი რა შეიძლება მოყოლოდა ენის ამ საქციელს. ვიცოდი რა ცუდად იყო რომ რეანიმაციაში ყავდათ, მეშინოდა მისი დაკარგვის და ვიცოდი რომ მე მის გარეშე მოვკვდებოდი... მეშინოდა რომ მის ფერმკრთალ სახეს, ულამაზეს ვარდისფერ ტუჩებს, თაფლისფერ თვალებს ვეღარ ვიხილავდი. ვეღარ შემომხედავდა სიყვარულით სავსე თვალებით და ვეღარ მეტყოდა რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ, მეშინოდა რომ გულში ვეღარასოდეს ჩავიკრავდი, ვეღარასოდეს გავიგონებდი მისი აღელვებულ გულის ცემას, რომლის მოსმენაც ასე ძალიან მიყვარდა, მეშინოდა იმის რომ ვეღარასოდეს ჩაყოფდა თავის სახეს ჩემს კისერში და მეტყოდა რა საოცარი სურნელი გაქვსო... არ ვიცი შიშმა შემიპყრო ასე თუ სიცივემ ამიტან, რომ კანკალი დავიწყე, ფიქრებში გართულს თვალზე ცრემლი მომადგა... 3 საათის მგზავრობამ მართლაც გადამღალა, ფიქრებმაც დამღალა, თავში ათასი სისულელე მიტრიალებდა. აზრზე მძღოლის სიტყვებმა მომიყვანა.
_ დიდუბეში ვჩერდები თუ ვინმე საბურთალოსკენ მოდის იქეთ წავალ და წმოვიდეს "პეკინამდე”...
უცებ მომაგონდა რომ მე ისიც არ ვიცოდი რომელ სავადმყოფოში იყო ენი, დავიბენი, ვერ მივხვდი რა მექნა,... უმალ ტელეფონს ვწვდი და ქეთისთან დავრეკე.
_ ქეთ რომელ სავადმყოფოში ხართ?
_ შენ რა, აქ ხომ არ ჩამოხვედი?
_ ხო მითხარი სად ხართ! მოვთხოვე კატეგორიულად.
_ სულ გაგიჟდი? როგორ გაბედე?
_ ნუ მეჩხუბები არც მე არაფრის აზრზე არ ვარ არ ვიცი რატომ გააკეთა ეს. ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვქონია... გთხოვ მითხარი სად ხართ ყველა სავადმყოფოს ნუ გადამატრიალებინებ
_ ნუ ბოდიალობ, _ შეიცვალა ტონი ქეთიმ _ რესპუბლიკურში ვართ, რომ მოხვალ დამირეკე და დაგხვდები დაბლა.

...

ვუყურებდი რეანიმაციის განყოფილებას თეთრი მინიდა, ვუყურებდი როგორ დასტრიალებდა ექიმი ენის თავზე როგორ შესცქერდა აპარატს და როგორ აქნევდა თავს უიმედოდ... გული შემეკუმშა ამ სურათის დანახვაზე. ვხედავდი როგორ გაუნძრევლად იწვა ენი, ვხედავდი როგრ ასუნთქებდნენ აპარატით და ვხედავდი იმ პატარა ხაზების მიმოცვლას ეკრანზე რაც ფილმებში ბევრჯერ მინახავს, ვხედავდი როგორ მცირედ იკლაკნებოდნენ ეს ხაზები და ვხვდებოდი თუ როგორ უჭირდა მის პატარა ნამცეცა გულს ფეთქვა...
ენის მშობლები იქვე ისხდენენ და თვალს ადევნებდნენ თავიანთHშვილს. დიმიტრის (მამა) არ გამოპარვია როგორ სევდიანი სახით უყურებდა მის შვილს ვიღაც უცხო ბიჭი. არც ის გამოპარვია როცა შემოვტრიალდი და თვაზე ცრემლი... უკანმოუხედავათ გავწიე კარებისკენ, კარიდან გავედი იქვე მდგარ ”სავარძელში” ჩავჯექი, მოვიხარე თავი მუხლებში ჩავდე და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა, მართალია კაცი ვიყავი და ბავშვივით ტირილი არ შემშვენოდა, მაგრამ ეს არ მადარდებდა, ვგრძნობდი შეიძლება დამეკარგა ადამიანი რომლისთვისაც ვცოცხლობდი. ხელი პირზე ავიფარე რომ ტირილის ხმა ჩამეხშო... ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაცის ხელი ბეჭზე. თავი ავწიე და ჩემს წინ გაფითრებული დიმიტრი იდგა... სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები და კაცს მივაშტერდი...
_ შენ ალბად ილია ხარ ხომ?
_ დიახ. _ მოვუჭერი მოკლედ.
_ მივხვდი, არ გიცნობ. მაგრამ ვხვდები თუ რამდენს ნიშნავს შენთვის ენი. და ისიც ვიცი თუ რამდენს ნიშნავ შენ ენისთვის.
ისე ვიყავი აფორიაქებული იმ მომენტში სულ არ გამკვირვებია საიდან იცოდა ჩემი სახელი ამ კაცმა...
_ მე მისთვის ვცოცხლობ, საკუთარ სიცოცხლეს დავთმობ ოღონდ ის იყოს კარგად, _ წავიჩურჩულე ხმადაბლა და ვიგრძენი კვლავ ღაპაღუპით როგორ წამომივიდა ცრემლები.
_ ნუ ტირი შვილო მჯერა რომ Yველაფერი კარგად იქნება, მჯერა რომ ენი საკუთარი ენით აგვიხსნის თუ რატომ ჩაიდინა ეს სისულელე, მანმადე კი აი ეს შენ... _ გულის ჯიბეში ჩაიყო ხელი დიმიტრიმ და რაღაც ქაღალდი ამოძვრინა, ზედ დიდი ასოებით ეწერა, "მხოლოდ ილიას”...
_ მის გვერდით ვიპოვეთ, მიუხედავაD იმისა რომ ენი ჩემი შვილია თავს უფლება ვერ მივეცით სხვისადმი განკუთვნილი წერილი წაგვეკითხა, ის შენ გეკუთნის შენ წაიკითხე და იქნებ ეწეროს მზეზი თუ რატომ მოხდა ეს... გაოგნებულმა გამოვართვი წერილი ერთხანს ესე დავჩერებოდი გაოგნებული... დიმიტრიმ კვლავ ხელი დამადო ბეჭზე და...
_ წაიკითხე მე იქეთ გავალ...
Dავიბენი არ ვიცოდი რა მექნა, შემეშინდა იმის თუ რა ეწერა იმ ფარატინა უბრალო ქაღალდზე, რომეიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა...
_ არა იყავით არ წახვიდეთ...
_ არა ის შენია და შენ წაიკითხე თუ საჭიროდ ჩათვლი მაშინ გვითხარი...
O კონვერტში ჩადებული ფურცლები უმალ ამოვიღე და კითხვა დავიწყე:

ჩემს ერთადერთ სიყვარულს

"ღამეა.... გადაუღებლად თოვს... თითქოს ბუნებასაც არ სურს ჩვენი განშორება.... მაგრამ ... ყველაფერი დასრულდა... ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. და მინდა მტკიცედ იცოდე.... შენ არ გსურდა განშორება, ყველაფერზე იყავი მზად, ოღონდ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რათა შენ ახალი ცხოვრება დაიწყო და შენი ოცნებები აისრულო. ძალიან ძნელი იყო საკუთარ თავთან, შენს მიმართ გრძნობებთან, ვნებასთან ბრძოლა, მაგრამ ეს აუცილებელია... ჩემი ყველა ოცნება, მიზანი დაიჩრდილა უკვე, სადღაც გაქრა და დარჩი მხოლოდ შენ... შენზე ფიქრი ცაში გამოკიდებული ვარსკვლავივითაა, რომელიც ჩემი გზისმკვლევი გამხდარა და მისკენ მივილტვი მთელი ჩემი არსებით. მაგრამ ვგრძნობ რომ შენი ცხოვრება შეიცვლება ჩემს გვერდით, არ იქნება ისეთი როგორზედაც შენ ოცნებობდი ჩვენს შეხვედრამდე...ამიტომ მე არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას... ამას ხომ შენს სასიკეთოდ, შენს მომავლისათვის ვაკეთებ...
დღეს დილით შენზე ფიქრმა გამაღვიძა. . . . თვალები გავახილე და კიდევ დიდ ხანს ვიწექი. თენდებოდა, ყოველივეს ეძინა, ბურუსი ეხვია არემარეს და მხოლოდ მე მეღვიძა... შენზე ვფიქრობდი და იმ საზიზღარ წამებზე რამაც გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა... ეხლაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველივეს სძინავს, და მხოლოდ მე ვწევარ, მთვარის შუქით განათებულ ოთახში და შენზე ვფიქრობ.... ოთახს არამიწიერი ელფერი დასთამაშებს და მეც რაღაც უცნაური ფერი მადევს... არამიწიერი... და ეს ალბათ სწორიც არის.... მე ხომ არ ვეკუთვნი აქაურობას და ძალიან შორს ვარ... გულს კი ტკივილი ეკვრება და მიწაზე მაბრუნებს... მახსენებს რომ შენ შორს ხარ, რომ მე აქ ვარ, უშენოდ... ჩვენ ორივე საოცრად ვიტანჯებით ეხლა...…ყოველივე მხოლოდ საშინელ სიზმრად მეჩვენება. პირველი დღეები ალბათ დაუჯერებელიც კი იქნება შენთვის, აუტანლად მტკივნეული, მაგრამ გაივლის რამდენიმე დღე, შემდეგ კვირა, თვე დაყველაფერი გაივლის.... გრძნობები განელდება, მოგონებები დავიწყებას მიეცემა... დრო ხომ ყველაფრის მკურნალია... ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის... უკანასკნელად გკოცნი ჩემო ოცნებავ, გკოცნი, გკოცნი, გკოცნი.... თუ სიტყვას კიდევ ძალუძს ჩემი ვნების და ლტოლვის გამოხატვა, სწორედ ამ სიტყვებში მინდა ჩავაქსოვო.... რათა ასე შორს, ჩემსგან მოწყვეტილმა შენ მიიგო და შეიგრძნო ეს... გთხოვ გადაეცი ჩემ მშობლებს რომ მე ისინი უზომოდ მიყვარს, გადაეცი ჩემ დას რომ საუკეთესო და იყო მთელს დედამიწაზე. ყველანი უზომოდ მიყვარხართ... განსაკუთრებით კი შენ ჩემო ერთადერთო სიყვარულო...
მინდა ჩემო ანგელოზო მხოლოდ შენ ერთმა იცოდე ის მიზეზი თუ რატომ რის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, საკუთარი თავიც კი მძულს იმის გამო რაც ჩემს თავს დატრიალდა, ყველაფერი ჩემი ბრალია ნეტავ დამეჯერებინა შენთვის, და აღარასოდეს მიმეწერა დამპალი გიორგი კაპნაძესთვის, მაგრამ არა, ბავშვურმა კეკლუცობამ გამიტაცა...
2 დღის წინ გიორგი ვნახე მეგობრებთან ერთად ქუჩაში შემხვდა. მომესალმა და გადამკოცნა. ჩვენთან ერთად წამოვიდა ხომ იცი ლელას და ნიკასაც იცნობს, ვსაუბრობდით ყველანი დავიშალეთ გიორგიმ კი აიჩემა რომ უნდა გავეცილებინე, თავიდან ვიუარე , არ მინდამეტქი, მაგრამ ბოლოს ისე შემიჭამა ტვინი დავთანხმდი. ღამე იყო ნელი ნაბიჯენბით მოვდიოდით, გიორგი ათას სისულელეზე საუბრობდა, არცერთი მისი სიტყვისთვის არ მომისმენია, ის კი გაუჩერებლად ლაყბობდა. Mან ხელი გადამხვია და მითხრა რომ უნდოდა მისი ვყოფილიყავი, სასწრაფოდ ხელი მოვიშორე და ვთხოვე თავი დაენებებინა ჩემთვის, მაგრამ უშედეგოდ, უცებ პირზე ხელი ამაფარა და სადღაც წამათრია, ისე უცებ მოხდა აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი გული შემიღონდა, მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როდესაც სადგაც სახლსში საწოლში შიშველი ვიწექი და წინ გიორგი იდგა და დამცინავად დამკურებდა. შემდეგ კი მომაძხა ხომ გითხარი მაინც ჩემი იქნებიმეთქი? შაოცარმა შიშმა ამიტანა, ტირილი დავიწკე და ვეხვეწებოდი გამიშვი არავის არაფერს ვეტყვიმეთქი მაგრამ უშედეგოდა, შემდეგ საქონელივით მომავარდა და .... არ შემიძლია ამაზე საუბარი... მან ჩემზე ძალა იხმარამერე აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი მხოლოდ სისხლს ვხედავდი სიცოცხლე აღარ მინდოდა სასწრაფოდ ჩავიცვი და ატირებული გამოვვარდი გარეთ, გლდანში ვიყავი ჩემს სახლთან ახლოს. სახლში მისვლისთანავე ვიბანავე და ოთახში შევვარდი... ძალიან ცუდად ვიყავი, მთელი დღე გული მერეოდა, თვალწინ მედგა იმის დამპალი სახე, ვერ ვიშორებდი და ისტერიკა მემართებოდა. . . მაპატიე ილია. მე ამის გაძლება აღარ შემიძლია. მე შენთან ვეღარ ვიქნები ამის შემდეგ, უშენოდ ყოფნას კი სიკვდილი მირჩევნია. მაპატიე გთხოვ ჩემო სიყვარულო. ვიცი ამის წაკითხვის შემდეგ მოინდომებ გიორგი ნახო მაგრამ გთხოვ ეს არ გააკეტო, მის დონემდე ნუ დახვალ, ვიცი შეიდძლება მოკლა, არა ის ამას არ იმსახურებს, სიკვდილი მისთვის სასჯელი არ იქნება... მაპატიე ყველაფრისთვის და იცოდე რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები. უზომოდ მიყვარხარ ილი... მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ...”

კანკალმა ამიტანა, სუნთქვა შემეკრა, თვალები გამისისხლიანდა, სიმწრისგან სულ მთლად გავწითლდი, თითქოს ვეღარ ვსუნთქავდი და ეს-ეს არის უნდა გავიგუდოო. აღარ ვიცოდი რა მექნა მუხლებზე დავეცი ხელში ფურცლები ჩავიკუჭე და მთელი ძალით ვიღრიალე "მოვკლავ”... მერე აღარაფერი მახსოვს, გონს რომ მოვედი ექთანი რაღაც სითხეს მაყნოსებდა. მაშინვე ყველაფერი გამხსენდა კვლვ იგივე გრძნობა დამეუფლა კვლავ გავცეცხლდი, კვლავ ის წყეული შეგრძნება, მაგრამ თავი შევიკვე... იმ დროს დიმიტრის სახეზე საოცარ შიშს ამოიკითხავდი, შიშს რომელიც ჩემი არანორმალური სახის დანახვაზე დაეუფლა... მან ფრთხილად და მღელვარე ხმით წარმოთქვა:
_ რა მოხდა ილია? რა ეწერა იქ?
ბუნდოვნად ჩამესმა მისი სიტყვები ყურში, თავი ხელში ავიყვანე და ვუპასუხე
_ მინდა ყველას წაგიკითხოთ, ერთად. ოღონდ ცალკე, და არა მთელი პერსონალის გასაგონად...
ექიმის თხოვნით რომელიღაც გამოყოფილ ოთახში შეგვიშვეს, მთელი ძალა მოვიკრიბე რაც კი დამრჩენოდა და კითხვა დავიწყე. ყველა ყურადღებით მისმენდა, ყველას თვაზე ცრემლი ერეოდა, მათ შორის მეც და ბოლოს სლუკუნით და დამარცვლით ვკითხულობდი ტექსტს... ამოვიკითხე უკანასკნელი წინადებები
"გთხოვ გადაეცი ჩემ მშობლებს რომ მე ისინი უზომოდ მიყვარს, გადაეცი ჩემ დას რომ საუკეთესო და იყო მთელს დედამიწაზე. ყველანი უზომოდ მიყვარხართ... განსაკუთრებით კი შენ ჩემო ერთადერთო სიყვარულო”
ამ წინადადებით დავასრულე წერილის კითხვა, თავი ავწიე. იქ მყოფთ თვალი მოვავლე და წარმოვთქვი.
_ აქ მხოლოდ ეს წერია მეტი არაფერი, _ წერილი დავკეცე ჯიბეში ჩავიდე და აცრემლებული თვალები ხელით შევიმშრალე... _ მაპატიეთ მე დაგტოვებთ და უკანმოუხედავათ გამოვედი ოთახიდან... ნათლად გავიგონე აჩქარებული ფეხის ხმა, დიმიტრი იყო, შემაჩერა, თვალებში ჩამხედა და სევდიანად მკითხა
_ მხოლოდ ეგ ეწერა? მეტი არაფერი?
_ არა მხოლოდ ეს, _ ვიცრუე მე
_ არაფერი დაგვიმალუ შვილო ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
_ არა რას ამბობთ, მეტი არაფერი იყო. ენი თავად გვეტყვის რამოდენიმე დღეში თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. მე მჯერა რომ ის მალე კარგად იქნება...
_ ჰო მეც მაგის იმედი მაქვს... წარმოთქვა უიმედობა შეპარული ხმით კაცმა.
_ კარგით მე წავალ, გთხოვთ ნუ დამიშლით აქ მოსვლას, _ ვთხოვე დიმიტრის ვედრების ხმით
_ არა რას ამბობ, როცა გინდოდეს შვილო, მინდა როცა ენი თვალს გახელს პირველი შენ დაგინახოს. ვიცი ეს მას ყველაზე მეტად გაახარებს
_ გმადლობ, _ და თავი ჩავღუნე, _ მაშ მე საღამოს დავბრუნდები...
სავადმყოფოს დერეფანი მშვიდი ნაბიჯებით გამოვიარე. როგორც კი დიმიტრი თვალს მიეფარა ადგილს მოვწყდი და რაც ძალი და ღონე მქონდა მივქროდი, გამოვედი რესპუბლიკურის ეზოდან წამით შევჩერდი კვლავ ფიქრებმა გამიტაცა _ სად მივდივარ?... სასწრაფოდ სოკო (ბიძაშვილი) უნდა ვიპოვო. მხოლოდ მას შეუძლია ჩემი დახმარება. გამიმათლა რომ აქვე ცხოვრობს მეტრო სამედიცინოსთან... _ კვლავ სირბილით გავეშურე მეტროსკენ...

...

გაოგნებული ბიჭი კარებთან იდგა და მომშტერებოდა, ხმა ვერ ამოეღო, არ ელოდა ჩემს დანახვა,
_ მისმინე სოკო სახლშია ყველა?
ბიჭი ხმას ვერ იღებდა ბოლოს როგორც იქნებ დააყენა საშველი
_ არა ბაკურიანში არიან მარტო მე ვარ და კიდევ სვანიძეა ჩემთან. რა ჯანდაბა გინდა აქ? _ როგორც იქნა მოვიდა გონზე სოკოც
_ კარებში ვიდგე?
_ ფუ ბლინ, შემო რაა _ კარებს მოშორდა და შემატარა, იქედან სვანიძემ გამოყო თავი და გადაიხარხარა
_ ჯანდაბა, ამას ვის ვხედავ ტოო, ეე აქ რა გინდა "ჩუვაკ”?
_ საქმეზე ჩამოვედი, _ მოვუჭერი მოკლედ. _ მოდი დაჯექით საქე მაქვს თქვენთან. ან დამეხმარებით ან მარტო გავაკეთებ ყველაფერს...
_ ეე რას ახურებ ბიჭო? _ წამოხტა სვანიძე, _ ბიჭო შენ რომ ჯოჯხეთში მიდიოდე და იქ გამოყოლა გვთხოვო იქ წამოვალთ რეებს ბაზრობ ტოო
_ კაი რა სვანი მოეშვი მაგ უაზროდ გაშავებას რაა, გავღიზიანდი მე, _ არ ვარ ბლადუნის ხასიათზე პირდაპირ გეტყვით რისთვის ვარ ჩამოსული...
_ რა გჭირს ბიჭო? _ წამოენთო სოკოც
_ ებიჯო დაეგდე მანდ და ნუ ახურებ ისე ვარ შენც დაგბრიდავ რაა.
სოკომ სვანის გადახედა და გაოცებულმა გადაულაპარაკა _ რა ჯანდაბა ეტაკა ამას?
_ თუ მომისმენთ გეტყვით და დამაცადეთ?
_ აბა რა ხდება ძმა, _ ინტერესით მომაცქერდა სოკო.
_ გისმენთ _ არანაკლებ ინტერესი გამოხატა სვანიძემაც
_ კაროჩე მოკლედ ვიტყვი, ჩამოვედი რომ ერთი კაცი მოვკლა. ბევრს ნუ გაახურებთ, გადაწყვეტილი მაქვს უკან მხოლოდ მაშინ დავიხევ თუ მოვკვდები, ან დამეხმარებით რომ ყველაფერი ჩუმად მოგვარდეს, ან მე მარტო გავაკეთებ და უეჭველი დამიჭერენ. და კარგად იცით რომ მე ციხეში არ წავალ. მირჩევნია მოვკვდე...
ვინმეს რომ ენახა სოკოს და სვანის სახე შეიძლება სიცილით გაგუდულიყვნენი ისეთი დებილი სახეები ქონდათ მაგ დროს.
_ შენ ხომ არ გამოშტერდი? _ იფეთქა სოკომ, _ რომელი განგსტერი შენ მყევხარ რომ ჩამოხვედი და კაცის დაბრედვაზე მესაუბრები?
_ ხო კაი თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს, წავედი. მეთვითონ მივხედავ ჩემ საქმეს _ დვუსვი წერტილი საუბარს და კარებისკენ წამოვედი...
_ დაეგდე ააქ _ იღრიალა სოკომ, _ შენ მთალდ ხომ არ გააფრინე? Dდაეგდე და მოყევი რა მოხდა ტოო.
_ ნუ ყვირი არაფრის მოყოლას არ ვაპირებ, ჩემი პირადულია არ შემიძლია თქმა...
_ ებიჭო ამოღერღე რაა. უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ რა საქმეზე...
დავფიქრდი. არ ვიცოდი რამექნა, არ მინდოდა ეს ყოველივე მათთვის მომეყოლა, არ მინდოდა ეს ყოველივე ჩემს მეტს ცოდნოდა, მაგრამ ფიქრის მერე მივხვდი რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა.
_ არ შემიძლია ძმაო ამ ყველაფრის მოყოლა, _ ჯიბიდან წერილი ამოვიღე და გავუწოდე სოკოს, _ აგერაა და წაიკითხეთ, ოღონდ გთხოვთ ნურაფერს ნუ მკითხავთ...
დიდხანს კითხულობდა ორივე ენის მიერ დაწერილ წერილს ვუყურებდი მათ სახეებს და ვხედავდი როგორ ნელ-ნელა ეცვლებოდათ გამომეტყველება, ვხედავდი როგორ მოეკიდა ორივეს სახეზე ალმური... უეცრად ორივემ ერთდროულად წამოიყვირა _ უხ მე მაგის დედაც... _ შემდეგ მე მომაშატერდნენ დივანში ჩასხდენ და სოკომ მომართთა
_ ამ საქმეს ერთად გავაკეთებთ. ჯერ ის თქვი ენის რა დაემართა?
_ რეანიმაციაშია...
_ ცოცხალია ტოო? _ წამოიყვირა სვანიმ
_ რეანიმაციაში ყოფნას და კომპიუტერზე შეერთებას თუ სიცოცხლეს ეძახი მაშინ კი ცოცხალი
_ ნუ გეშინია ყველაფერი მოგვარდება
_ ხო ვიცი ბიჭებო ვიცი. მხოლოდ მაშინ როცა ამას მივხედავ წერილზე ვანიშნე მე...
_ რა გეგმა გაქვს?
_ არანაირი, მივალ და დავბრიდავ
_ მიხვალ და დაბრიდავ არაა? _ გაეცინა სვანის. _ და კოხტად აგიყვანენ და გახეხინებენ ციხის კედლებს, ის მაინც იცი ვინააა? იცნობ?
_ კი ვიცი გლდანში ცხოვრობს, ერთხელ კიდევაც ვნახეთ მე და ენიმ გზაში შეგვხვდა, სახით ვიცნობ...
_ ხარაშო მაშინ დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ
_ სხვა არც მაინტერესებს რას იზამთ ერთადერთი მინდა ვნახო და მოვკლა. მეტი არაფერი... კარგი მე რესპუბლიკურში უნდა გავიდე ისევ, იქ ყავთ. ოღონდ რამე მაჭამეთ რა ცუდად ვარ შიმშილისგან...
საშინლად უგემური მეჩვენა უცებ შემწვარი კარტოფილი, ყელში არ გადამდიოდა, ძალით შევჭამე რამოდენიმე ლუკმა და სასწრაფოდ სავადმყოფოში გავიქეცი
მცხვენოდა ყველა იქ მყოფის, ვხვდებოდი ქეთი მე მაბრალებდა ენის ამ საქციელს, ვხედავდი რა თვალებით მიყურებდა, მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა, მინდოდა მეთქვა რომ მე დამნაშავე არ ვიყავი, და მიდნოდა რომ მის თვალებში ეს დაუფარავი ზიზღი აღარ დამენახა...
მინას მივუახლოვდი, ენი გაუნძრევლად იწვა, არც კი ემჩნეოდა რომ სუნთქავდა, მისი სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ აპარატის ეკრანზე ასახული ხაზებით იმჩნეოდა... ოხ როგორ მინდოდა მასთან შევსულიყავი, გვერდით ჩამომვმჯდარიყავი და მისთვის მეცქირა, იქნებ სულაც ეს დღე მისი უკანასკნელი დღე იყო, მისი უკანასკნელი საათი, ეს ყოველივე ფიქრი თითქოს გონებას მიზღუდავდა. გული მეწურებოდა... საშინელმა პესიმიზმა შემიპყრო... უკვე იმედიც კი მიქრებოდა რომ ის მდგომარეობიდან გამოვიდოდა, ისე გაიწელა ეს ერთი დღე, ეს საათები, რომ ჭკუიდან გადავყავდი...

...

_ ქეთი, ზუსთად მითხარი რა დაემართა?
გოგომ ამრიზად შემომხედა
_ თავი მოიწამლა, აი ამაით _ გამომიწოდა რაღაც ფირფიტა...
ინგლისური წარწერა მკაიფოდ ჩანდა "ტრიგანი დე”
_ ეს რა არის? _ ვიკითხე გაოცებულმა
_ არ ვიცი ექიმმა თქვა ძლიერი ეპილეფსიური საშვალებააო. Aხალგაზრდები კაიფის პონტში სვამენ და ჰალუცინაციას იწვევსო, ჭარბი რაოდენობით აქვს მიღებულიო, რთული სიტუაციში არისო
_ ღმერთო ეს რათ უნდოდა? ექიმის ნახვა მინდა ვინც ეს გითხრა.
ქეთი დამეხმარა რომ ბატონი გიორგი გვენახა. მეგონა ვიღაც ხანში შესულ კაცს შევხვდებოდი. მაგრამ შევცდი, ახალგაზრდა 35 წლამდე მამაკაცი თუ იქნებოდა
_ გისმენთ მიმართა მან გოგოს როდესაც მის კაბინეტში შევედით.
_ უკაცრავად ბატონო გიორგი ამ ბიჭს თქვენი ნახვა უნდოდა და იქნებ დაეხმაროთ როგორმე...
_ დასხედით რა პრობლემა გაქვთ აბა? იქნებ მართლაც შევძლო თქვენი დახმარება...
_ მე გავალ კარგი? _ მომმართა ქეთიმ და კარისკენ შეტრიალდა. _ თქვენ უკეთ ისაუბრებთ...
ხმა არ ამომიღია, დუმილით მივედი ექიმის წინ მდგარ სკამზე და ჩამოვჯექი
_ აბა რაშია საქმე? _ მკითხა სანდომიანად ექიმმა
_ იცით მე მაინტერესებს იმ გოგონას შესახებ ყველაფერი რეანიმაციაში რომ წევს
გიორგიმ ფურცლები ააშრიალა, გადაფურცლ-გადმოფურცლა და ჩაილაპარაკა, _ ჰო ენი ... და თქვენ მისი ვინ ხართ? მათ მშობლებს უკვე ვესაუბრე, გოგონა რთულ მდგომარეობაში...
_ იცით იქნებ მეც იგივე მითხრათ რაც მათ მშობლებს უთხარით _ გავაწყვეტინე საუბარი ექიმს
_ მე არამაქვს უფლება პაციენტის ისტორია ყველას გავაცნო, გარდა მისი ოჯახისწევრებისა...
_ მე უბრალოდ უნდა ვიცოდე როგორ არის, ეს აუცილებელია, მე გადაწყვეტილება უნდა მივიღო და მჭირდება ამის ცოდნა...
_ თქვენი ვინ არის გოგონა?
_ იცით, _ შევყოვნდი წამით მე, _ მე და ენის ერთმანეთი გვიყვარს, მე უნდა ვიცოდე მისი მდგომარეობა, მის გარეშე მე არაფერი არ მიდა...
გიორგის მწარედ გაეღიმა, ჩაფიქრდა, კვლავ ფურცლები ააშრილა, რაღაცეებს გადახედა, შემდეგ ჩაფიქრებულმა შემხედა და მითხრა
_ არ მაქვს ამის უფლება მაგრამ მაინც გეტყვი
მისი მდგომარეობა რთულად არის, ჩვენ მას სისხლი გავუწმინდეთ ასევა გავაკეთეთ ამორეცხვაც, დარწმუნებული ვარ რომ მას მალე გადავიყვანთ პალატაში, აპარატი აჩვენებს რომ მისი გულის რითმი ნელ-ნელა მატულობს და მწყობრში ჯდება, მაგრამ გონზე მოსვლა მაინც გაუჭირდება, მისი სიტუაციაში ეს გასაკვირიც არ არის...
_ რა არის ეს ტრიგანი? _ კვლავ შევაწყვეტინე მე...
_ ეს ძლიერი ფსიკოტროპული საშვალებაა. დმამშვიდებელია მცირე დოზით. მაგრამ რამოდენიმე აბის დალევა ჰალუციანციებს იწვევს და ხშირად სვამენ ახალგაზრდები მას ე.წ. კაიფის მისაღებად, მაგრამ ვერ ხვდებიან როგორ ანგრევს ის ორგანზმს, სპობს ღვიძლს და მილიონობით ტვინის უჯრედს კლავს, აფერხებს აზროვნებას და სპობს ნერვიულ სისტემას... ჭარბი რაოდნობით მიღება კი იწვვს, _ წამით შეწყვიტა ექიმმა, შეყოვნდა და განაგრძო, _ ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგი კი სახეზეა, ახალგაზრდა გოგონა რეანიმაციაში წევს, რამოდენიმე საათის კაიფის გამო ცხოვრება დაინგრია...
_ არა არა თქვენ ცდებით, _ დავიძაბე მე...
_ ვცდები? _ გაიკვირვა ექიმმა, _ რისი თქმა გინდათ?
_ ის ნარკომანი არაა
_ მე არც მითქვამს რომ ის ნარკომანია...
_ არა, ენის არასოდეს დაულევია მსგავსი რამ, სურვილიც კი არ ჰქონია აქ სხვა რაღაც მოხდა, ნუთუ მის მშობლებს არაფერი უთქვამს?
_ არაფერი! _ კვლავ გაკვირვებული ტონით წარმოთქვა ექიმმა და კვლავ საბუთებს ჩააცქერდა.
_ მას კაიფის გამო არ უქნია ეს. ენიმ თავის მოკვლა ცადა...
გიორგიმ გაოცებულმა შემომხედა. და მივხვდი რომ მან მართლაც რომ არაფერი იცოდა.
_რას ქვია თავის მოკვლა? ნუთუ ასეთ ახალგაზრდა და მშვენიერ გოგონას რა დაემართა რომ ესეთი ნაბიჯი გადადგა?
_ უკაცრავად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. Mხოლოდ ის მაინტერესებს გამოჯამრთელების შემთხვავში რა შედეგები მოყვება ამ საქციელს?
_ რთული სათქმელია, დანამდვილებით გეტყვით რომ გამოჯამრთელების შემთხვევაში მისი მდგომარეობიდან გამოდინარე, სულ მცირე 2 თვე საკუთარი სახელიც ვერ გაიხსენოს, არამც თუ ახლობლები... რამოდენიმე წუთის წინ გითხარით რომ ის ტვინის უჯრედების კოლოსალურ რიცხვს კლავს, შედეგი კი გამოჩნდება მალე, სხვა შედეგი საფრთხეს არ წარმოადგენს მისი სიცოცხლისთვის, უბრალოდ აუცილებელი გახდება გაიაროს ფსიქოლოგიური მკურნალობის რაღაც გარკვეული კურსი, მისი ფსიქიკა დანგრეულია...
_ ანუ შესაძლოა რომ დამინახავს ვერ გამიხსენოს?
_ სრულებით. ამის 99%-ანი შანსი არსებობს...
წამით ფიქრმა გამიტაცა, ეჰ ნეტავ იმ დღეს ვერასოდეს გაიხსენებდეს...
_ კარგით, გმადლობ ინფორმაციისათვის,
_ არაფრის, ერთ რჩევას მოგცემ, რდესაც გონზე მოვა ნუ შეაწუხებთ და მის გონებას ნუ დატვირთავთ იმ შეკითხვებით ახსოვხართ თუ არა. დროთა განმავლობაში ყველაფერს თავად გაიხსენებს...
ხმა აღარ ამომიღია, კაბინეტიდან უხმოდ გამოვედი და რეანიმაციისკენ გავემართე, რათა კიდევ ერთხელ შემეხედა იმ ადამიანისათვის, ვის გამოც სიცოცხლეს არ დავიშურებდი...
მობილური აწკრიალდა...
_ხო... რა ქენით?... კარგი მოვალ მალე...
იქ მყოფთ თვალი გადავალე დამშვიდობების მიზნით და სოკოსთან წამოვედი...

...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2873 | დაამატა: xifata87 | რეიტინგი: 4.3/9
სულ კომენტარები: 3
0  
3 giooo   (2012-07-29 12:30 PM) [Entry]
aris gagrdzeleba

0  
2 salo   (2012-05-03 9:47 PM) [Entry]
gadarcha?gagrdzeleba?:(

0  
1 bubuka   (2011-10-27 3:52 AM) [Entry]
is adamiani gadarcha? ise gulmodginet vkitxulobdi, ra aris raaaaaaaa, cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]