მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » მე შენ მოგიძღვენი
9:45 AM
მე შენ მოგიძღვენი


მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,


გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...


როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?


როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?




ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.


თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...


მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!


მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!




ჩემი სიცოცხლეა ყვითელი   ფოთლები,


თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...


მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...


მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.




            თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,


            ვინ   არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

                               
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1385 | დაამატა: G-unite | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 dea   (2011-05-31 4:31 PM) [Entry]
dzaan magaria :*:*:*:*:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]