მთავარი » 2010 » მარტი » 3 » მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
9:20 PM მე გეკითხები: ეგ შენი ყელი |
* * * მე გეკითხები: ეგ შენი ყელი სადაფი არის, თუა ბაკარა? შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
მე გეუბნები: შენი თვალები მწველია ისე, ვით მზე თაკარა. შეშინებული შენ იმეორებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო, მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა. შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
და ასე გადის მთელი ცხოვრება. მე შენზე გულში წყენა მაქ არრა. შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ? - იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!
/გიორგი საჯაია /
მიმაგრება: |
კატეგორია: ეროტიკული პოეზია |
ნანახია: 2170 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1 | |
0 1
ta (2014-01-29 5:43 PM)
[ Entry]
kargia :)
|
|
|
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|