დღეს დილით შენზე ფიქრმა გამაღვიდძა... თვალები გავახილე და კიდევ დიდ ხანს ვიწექი. თენდებოდა, ყოველივეს ეძინა, ბურუსი ეხვია არემარეს და მხოლოდ მე მეღვიძა... შენზე ვფიქრობდი... ეხლაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველივეს სძინავს, და მხოლოდ მე ვწევარ, მთვარის შუქით განათებულ ოთახში და შენზე ვფიქრობ... ოთახს არამიწიერი ელფერი დასთამაშებს და მეც რაღაც არ ვეკუთვნი აქაურობას... და ძალიან შორს ვარ... გულს კი ტკივილი ეკვრება და მიწაზე მაბრუნებს... მახსენებს რომ შენ შორს ხარ... რომ მე აქ ვარ, უშენოდ, ამ კედლებში გამოკეტილი