მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » მეგობრული რჩევა....
10:47 AM
მეგობრული რჩევა....



შენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დასრულდა და თავს უიმედოდ და მარტოსულად გრძნობ ? ... ხვდები რომ მის გარეშე არარაობა ხარ და არავინ და არაფერი გადარდებს გარშემო ? ...

ცრემლები შენი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და სიმარტოვე შენი ცხოვრების მეგზურია ? ... დაახლოებით ეს სიმპტომები გახასიათებს და გამოსავალს ვერ პოულობ ? ...
მაშინ ყურად იღე ჩემი რჩევა და გპირდები აუცილებლად გაიღიმებ ,სულ მცირე ამ >მეგობული რჩევის< ჩაკითხვის შემდეგ მაინც )
მაშ ასე , ეს სწორედ რომ შენ გეხება ... ხო,ხო-შენ ! რა იყო არ გჯერა?! ...
აბა მაშ, რატომ ფიქრობ რეებს ბოდავს ეს გოგოო ? ) მე რა შუაში ვარო ? )
__ მე კარგად ვიცი შემი ეხლანდელი სულეირი მდგომარეობა ,ასე რომ ნუ დამიმალავ _ მე შენი ინკოგნიტო მეგობარი ვარ ...
ამდენ საუბარს მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ !

უბრალოდ გირჩევ როგორ გაიხალისო და გაიმრავალფეროვნო ცხოვრება , გაითვალისწინებ - იქნები ბედნიერი! _ არ გაითვალისწინებ და ერთი შეკვრა  სელპაკი   ჩემზეა გპირდები )

პუნქტი პირველი : დააფასე შენი საუკეთესო მეგობრები ! ფინჯან ყავაზე მოიპატიჟე სახლში და უბრალოდ ყველას სათითაოდ უთხარი როგორ გიყვარს _ დადებითი ემოციის გადაცემა _ბუმერანგივით დაგიბრუნდება უკან და იგრძნობ რა ბედნიერი ხარ, როდესაც მათ ღიმილს ხედავ ...

პუნქტი მეორე : დაუფიქრებლად მოიცილე ყველა ნივთი თუ ფიქრი რაც მას ეხება .( ფიქრზე ცოტას იწვალებ ,მაგრამ დამიჯერე აუცილებლად შეძლებ !)
არ დაგენანოს .. ეგ სურათიც ამოშალე ..ხო, აი ეგ ეხლა რომ უყურებ და არ გემეტება   delete  სთვის .
რაც ნაკლები მოგონება დაგრჩება მასზე _მით უფრო ემტი ალბათობაა მალე დაივიწყო !

პუნქტი მესამე : მინიმუმამდე დაიყვანე მასთან რაიმე სახის კონტაქტი _ ( შეიძლება კიდევ გირეკავს ,ან გწერს და უბრალოდ შენ ამბებს კითხულობს )
არ დაიჯერო,თითქოს სიყვარულიდან ეგრევე მეგობრობას შეძლებთ ..
ჯერ აუცილებლად უნდა დაივიწყო იგი როგორც საყვარელი ადამიანი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება შეხედო როგორც მეგობარს !...

პუნქტი მეოთხე: შეხედე შენს თავს ! გამოტყდი ! რამდენი ხანია სარკეშიც კი არ ჩაგიხედავს ... ასე არ გამოვა არაფერი ... რას ქვია   ეხლა ჩემი თავი ნაკლებად მადარდებს   __ პირველ რიგში საკუთარ უდიდებულესობაზე თუ არ იფიქრე , სხვა არასოდეს მოგმართავს _თქვენო უკეთილშობილესობავო )
მაშ ასე, სარკეში საკუთარ ორეულს გაუღიმე და უთხარი რომ ულამაზესია (თუნდაც პირდაუბანელი და თმაგაწეწილი იყო )
ეცადე იმიჯი რადიკალურად შეიცვალო და თამამი ექსპერიმენტებისაც ნუ შეგეშინდება (საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს : ) )
განაახლე გარდერობი ( ერთი ახალი კაშნე მაინც იყიდე _დამიჯერე  Shoping
მთელი ნეტარებაა ...)

პუნქტი მეხუთე : დაკავდი რაიმე სახალისოთი და სასარგებლოთი >> აუცილებლად გჭირდება განტვირთვის 1 საათი მაინც _ იარე აუზზე ,ცეკვაზე, ფიტნესზე ...თუნდაც ბადროს ტყორცნაზე : ) მთავარია ამ ხნის მანძილზე დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან დაიცალო ...

პუნქტი მეექვსე : შენ ახალი გრძნობა გჭირდება ...ახალი გულის აფრთხიალება და
 სიამენი ამა ქვეყნისა   _ ხელს ნუ კრავ ახალ თაყვანისმცემელს _ მერე რა , რო შენ საოცნებო იდეალს სულაც არ გავს და არც სულში ჩამწვდომი მზერა აქვს ...მთავარია თავი კვლავ ქალად გაგრძნობინოს და დაგარწმუნოს რომ მის გერდით თავი თამამად შეგიძლია დედოფლად იგრძნო ... შეიძლება ესუერთიერთობა რომანტიულ  love story  ში არ გადაიზარდოს ,მაგრამ დამიჯერე აუცილებლად გამოიღებს სათანადო შედეგს !

მგონი ყველაფერი გითხარი და გირჩიე ... მაშასადამე ,ჩემო უხილავო მეგობარო
კარგად გადაიკითხე ეს ნაწერი და ეცადე დაიწყო რადიკალური ცვლილებების ეპოქა ...
კიდევ ერთხელ გამიღიმე : ) წეღან კარგად გამოგივიდა ... და აბა წარმატებები !

წინ! ახალი ცხოვრებისკენ ! ...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: საუკეთესო რჩევები | ნანახია: 1663 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 nunu   (2011-04-15 9:56 PM) [Entry]
:*:*:*:*:*
genacvale

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]