მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » იცი?
1:50 AM
იცი?
იცი?- შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"
იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე...
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები 
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა...
დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა
იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი
მენატრები, გეძახი და გიცდი
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...
ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1083 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Yelhsa   (2012-11-09 5:32 AM) [Entry]
This is way more hlepufl than anything else I've looked at.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]