მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს.
10:50 PM
ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს.
ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს...
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა:
- დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო!
ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა:
- სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო!
ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე.
ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . .
ნაღვლიანი შემოდგომა კი შენი გამოჩენით გაახალისე.
და ერთ დღეს საღამოს სახლისკენ მომავალმა ჩემს ოთახში სინათლე შევნიშნე
მივხვდი, ეს შენ იყავი!
კარი გამიღე, შემცივნებულს შალი მომაფარე, სითბოთი ამავსე, სავარძელში ჩამსვი და მითხარი:
- ახლა ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინიაო!
მერე კი ზამთარი მოვიდა, ცივი, ულმობელი და სუსხიანი
და ასე დაიბადა და ოცნებებად დაიღვარა თეთრ ფურცელზე სიმარტოვით გაყინულ ოთახში შენზე მონატრება.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: მენატრები | ნანახია: 2833 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 lado-05   (2010-04-22 4:17 AM) [Entry]
dzalian lamazi ocneba aris.yochag

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]