მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით...
9:05 PM ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით... |
საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია , გულის პირს შევნიშნე ხალი , ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით . თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ , შვენოდა პატარა ხალი , სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი , თავი დავიღუპე ლამის ... სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი , ამბორით დამესვა დაღი ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და ხალზე ჩამომეხრჩო თავი . მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ? - გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე ! ჯიუტად მიხმობდა ხალი ... სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი ვცადე არ გამეცა თავი . საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად წამოსკუპებული ხალი ...
მიმაგრება: |
კატეგორია: ეროტიკული პოეზია |
ნანახია: 1944 |
დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|