მთავარი » 2010 » მარტი » 21 » ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
9:20 PM ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები- |
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები შენი მათრობელა თაფლის ღვინოები... როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას, როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.
აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები.. თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი... დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას, რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.
რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი, სული გავაცილე ქარში მინამული... ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1112 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|