მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » ვარსკვლავად მექცა...
10:54 PM
ვარსკვლავად მექცა...
ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა, მარტო რომ ვზივარ. აი, მსახურებს აკრობატების ბადე გამოაქვთ. ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად. მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა. მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს. ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ, როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით მაჯილდოვებდა. თვალი კი საფარს და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. და ჩემი ქროლვა შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან და კლოუნებთან. მაგრამ მე დრო მაქვს, რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად, ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად. ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ, მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1269 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]