მთავარი » 2010 » მარტი » 17 » უცნაური მონატრება
0:14 AM უცნაური მონატრება |
არ მინდა ლექსები! ვერ ვიტან სტრიქონებს! – შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა! ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ – არ მინდა ლექსები!.. აღარც შენ მინდიხარ!.. . მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი – მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს, გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი: მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს . ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და Senze cudis mTqmels me deda ვუგინო! გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა... უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ! . რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!.. მთავარი დედობის მანდილის ამბავში... თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები! . ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას – შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!.. სხვა სიყვარულობის მეობის გაგება – ეს არის კაცობის პირველი პრინციპი! . მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე... დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი... . შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი, არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ! ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე... . არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული! თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!.. არ მინდა ქალები!.. არ მინდა ბუმბული!.. არ მინდა ლექსები!.. ფეხებზე მკიდიხარ...
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1630 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|