მთავარი » 2010 » მარტი » 3 » უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
9:17 PM უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს, |
* * * უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს, ქალწულთა უარს კოკრების გაშლას, თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის, ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა. მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე, სურნელოვანი ბწკარის საყელო და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ პოეტი-უცხო და უსახელო. ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის, გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ, ტანზე გეწერათ "მალე დაღამდეს"! ვკითხულობდი და ჩამომეძინა...
/ზანგური/
მიმაგრება: |
კატეგორია: ეროტიკული პოეზია |
ნანახია: 2027 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|