მთავარი » 2011 » ივლისი » 9 » უძლეველ ვნებას ვერ აკავებს ძარღვებში სისხლი...
4:54 PM
უძლეველ ვნებას ვერ აკავებს ძარღვებში სისხლი...



უძლეველ ვნებას ვერ აკავებს ძარღვებში სისხლი,

და ვერც საზღვრები შველის ვნებას - აშლილს, არეულს!
შენ მეყვარები ავადმყოფური თვალების შიშით
და უდაბნოშიც დავსახლდები მე შენთან ერთად თუნდაც დანგრეულს!

იპობა ნერვი ელოდება ამღვრეულ თვალებს,
იპობა ფიქრი აღარ იცის ამდენს თუ გაძლებს,
იპობა გრძნობაც მოლოდინი დაღლის, დაათორბს,
მისი სიჩუმე სამართებლით ძარღვსაც გააპობს!

გრძნობები, ფიქრი, ნერვიც თითქოს უფერულდება,
ვნებააშლილ უმანკო ძარღვში სისხლი მჩქეფარეც ნელ-ნელა შრება,
დაღლილ თვალებში სევდა წყნარად ანათებს წამებს
და ის გაათბობს ვნებისაგან არეულ ღამეს...

ავადმყოფური მზერა,
სიყვარული რომ მოაქვს შიშით,
ვნების ღამეში დაწყნარდება, აილეწება წარსულზე ფიქრით,
უმანკო სული და სხეულიც დათვრება ხარბად,
სულის საზღვრები,
უკიდეგანო სიყვარულის, ვნების მორევში,
ჩაირაზება სამუდამოდ, წყვდიადში მძაფრად.!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 3104 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]