მთავარი » 2010 » მაისი » 14 » თვალი-თვალს ხვდა...
11:33 PM
თვალი-თვალს ხვდა...
თვალი-თვალს ხვდა... 
და დახატა გრძნობა ერთი,
თვალთახედვამ შეგვაყვარა ერთმანეთი.
ტუჩი-ტუჩს ხვდა...
ცხელი სუნთქვა წვავდა სახეს
ცოდვილივით მიეჯაჭვე ნანატრ ბაგეს.
მკერდი-მკერდს ხვდა...
გამალებით გიცემს გული,
ცხელ სხეულში აფთარივით კივის სული
ფეხი-თეძოს, ხელი-კისერს, თმების ფერი
ერთმანეთში აირია ყველაფერი.
სად თავია და სად ბოლო ვერ მიხვდები
საპასუხოდ ცხელი ბაგის კოცნას ხვდები
გადის ღამე! ვერ გერევა ძილის რული
ამ სიგიჟეს ჰქვია ერთი სიყვარული
ვერ მიხვდები სად თავია და სად ბოლო
არ მთავრდება სიყვარული უთავბოლო...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1159 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]