მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი
8:48 PM ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი |
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი... ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს... გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც და მარტო დამტოვეთ...
გარსონ! მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა... ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები! დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება! ვთვრები და ვთავდები...
ვმთავრდები... და სადღაც ფანტავენ ოქროზე ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას... მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე! დღესაც რა საოცრად სევდისფრად ღამდება...
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1708 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|