მთავარი » 2010 » მარტი » 3 » სიყვარულია...
11:46 PM
სიყვარულია...
სიყვარულია... გზა სიშორე, ცრემლის გოდება, შეახებ ხელს და არასოდეს განმეორდება... სიყვარულია... სიმარტოვე სულის სიშორე, ხორციელ ვნებას მივწვდებით და უმალ ვიშორებთ... სიყვარულისთვის დაითრგუნა განჯა,მარტვილი, სიყვარულს ვეძებ, სიყვარული მინდა ნამდვილი... სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე, სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გვაღვიძებს... სიყვარულია... თამარი რომ დარჩა თამარად, სიყვარულს ბევრი შეეცადო, ვერსად დამალავ... სიყვარულია ქვის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა, სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა... სიყვარულია... ტაჯმაჰალის თეთრი კედლები, სიყვარულია მე რომ ასე თავზე ვევლები ....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1616 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]