სიყვარულია - როცა არც დასაწყისია და არც დასასრული... სიყვარული - წყაროა: ფსკერს თვალს ვერასდროს მიაწვდენ, რადგან გამუდმებით ივსება სიყვარული - დაუსაბამო ნათელივითაა. სიყვარულია - როცა შეუძლებელია იმის თქმა, მეტად გიყვარს თუ ნაკლებად. სიყვარულია - როცა შეუძლებელია გათვალო, პირველია ის, მეორე მესამე, თუ უკანასკნელი. სიყვარული - გალიაში არც ცოცხლობს და არც მრავლდება სიყვარული - პრივატიზების მცდელობებისთვის ხელშეუხებელია. სიყვარული - ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის სიყვარულს - ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით. სიყვარული - ისაა, რას საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა გარესამყაროში. სიყვარული - არ ემატება ჩვენს ბუნებას, რადგან ის ჩვენს ბუნებაში იმთავითვეა! სიყვარული - დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა... გიყვარდეს - ე. ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე. სიყვარული - ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში. "სიყვარული - მზის ბრწყინვალებაა, წვიმას კვალში რომ მიუყვება... სიყვარული ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი...” ერთი სუნთქვაა ორისთვის, მდუმარებაა, შეხებაა, დაპირებაა. ორის საიდუმლოა, და თან - საიდუმლოების არარსებობა. სიყვარული - მიტევების ხელოვნებაა. პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის - დედის სიყვარულია, უკანაკსკნელი კი - რომელიც თან მიაქვს - ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული. სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით, პირველი სიხარულით, პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული, ღრმა სიბერემდე . "მე შენ მიყვარხარ” - წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს - მთელი ცხოვრება. "იყვირებ და ყველა გაიგონებს, იჩურჩულებ და უახლოესი გაიგებს, მაგრამ მხოლოდ მე შევძლებ იმის გაგებას, რაზე დუმხარ” - ესეც სიყვარულია. "თუ ის - პირველია, რაზეც ფიქრობ გაღვიძებისას; ერთადერთი ფიქრია - მღვიძარებისას და უკანასკნელია, რასაც აზრი ჩაძინებმადე უტრიალებს - სიყვარულია”. "გიყვარდეს - ე. ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე”. სიყვარული - ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს. სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს - მზერის ენით, ჟესტის ენით, მდუმარე აღიარებით. სიყვარული ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება. არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება. სიყვარული - თავისუფლებაა. თავისუფლება იყო ის, რაც ხარ, იმ ადამიანთან, რომელმაც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ. სიყვარული - ყველა დასაწყისის დასაწყისია, ყველაფრის მშობელია სამყაროში, ყველაფრის დამცველია, ყველაფრის შემქმნელია და ყველაფრის გვიგვინია დედამიწაზე და მარადისობაში...…
მიმაგრება: |