მთავარი » 2011 » ივლისი » 19 » „სიყვარული ვენახში“
1:20 AM „სიყვარული ვენახში“ |
ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს, თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა. ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი. თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა. ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი. ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა. ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი. კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა. ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები. მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა. სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა. ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში. ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი!
ანი მატისი 2011წ.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 2613 |
დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|