ბავშვობაიდან ვერ ვხედავდი კარგად, მაგრამ ფოტოების გადაღებას ყოველთვის ვახერხებდი და კარგადაც გამომდიოდა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ზოგჯერ გამჟღავნების ფული არ მქონდა. მაგის კი არა მამაჩემს იმდენი ვალები ქონდა მაღაზიებში, რომ უპუროდაც კი ვრჩებოდით. მაგრამ ღმერთმა გაგვაძლებინა და ფოტო ხელოვნებაზეც ჩავაბარე. მამაჩემი თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე ისე დაიწყო სმა რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი მომავალი. ხო ისე რაც შეეხება ჩემს ოჯახს. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა. მამას ძალიან უყვარდა დედა. ადრე კარგად ცხოვრობდნენ ჩემები, მაგრამ მამაჩემმა დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გაყიდა და ფული სასმელში გადაყარა. მყავდა ბებია და ბაბუა, რომლებიც იმერეთში ცხოვრობენ. იქ სოფლის ცხოვრებას მიჰყვებიან და არიან. მე და მამაჩემი კი თბილისში, სოლოლაკში ვცხოვრობდით. კაი უბანია სოლოლაკი, ბევრი რამეა აქ საინტერესო. მეორე ბინაც გვქონდა ბარნოვზე, რომლიც გაქირავებული იყო უცხოელებზე და იმ ფულით ვცხოვრობდით მე და მამაჩემი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც დაგვტოვეს ჩვენი სახლის ინვესტორებმა და დავრჩით ხახამშრალი.მამა _ რა გვეშველება ეხლა? ცარიელი სახლი რაში მჭირდება? არც ფული არც კლიენტი. ფუი ამისმე – კაი არ ინერვიულო რამე იქნება. აი მე ჩავაბარე ინსტიტუტში და მალე მუშაობასაც დავიწყებმამა _ შვილო, კოტე რა უნდა აკეთო მაგ ფოტოებით? გადაიღებ და მერე რა იქნება? ვინმე მაგაში ფულს მოგცემს?არ მიყვარდა როცა ჩემს საქმიანობას ვინმე მასხრად იგდებდამე – მე ჩემ თავს მივხედავ და შენ რა უნდა აკეთო? ჩემი იმედი შენ არ გაქ და რას მოითხოვ საერთოდ? მარტო არაყზე როგორ უნდა იფიქრო?ჩემმა სიტყვებმა მამაზე ძალიან იმოქმედა. თითქოს გული დაწყდა რაღაცაზე. მართალი ყოფილა, ენაზე მწარე და ტკბილი არაფერი არააომამა _ მე აღარ შემიძლია კოტე უნდა წავიდე სოფელში. ამ სახლს გავყიდი და შენ სწავლის ფულს გადავიხდი. შენ კიდევ გადახვალ მეორე სახლში. ის უფრო იოლი მოსავლელია და ასეთი უზარმაზარიც არაა. იცოდე მე შენი იმედი მაქ და ეგრეც ნუ გამწირავ.საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მამაჩემმა თქვა. სახლი ვიღაც მოხუც ცოლ-ქმარს მივყიდეთ. მე კიდევ გადავედი ვაკეში, ბარნოვზე. აქ სულ სხვანაირია ყველაფერი. ხალხიც კი განსხვავებულია.ჩემ წინ მრგვალი ბაღი არის სადაც თავს იყრიდა მთელი ვაკელი გოგო ბიჭები და იყო მარიაჟობა და პრანჭაობა. მე არ მხიბლავდა ეგეთი ცხოვრება, მირჩევნია მარტო ვიჯდე და რამეს ვკითხულობდე მთელი დღეები, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში ვიარო და ათას უაზრობას ვუსმინო. სწორედ კითხვამ შეიწირა ჩემი მხედველობა. განსაკუთრებით მიყვარდა ფილოსოფიების კითხვა. ბოლო დროს სულ სიყვარულზე ვკითხულობდი და მიყვარდა ეს გრძნობაც, მარა პრობლემა ის იყო რომ არავინ არ მყვარებია არასდროს.ერთი თვე იყო დარჩენილი სწავლის დაწყებამდე. თან რემონტი გავაკეთე და კარგად მოვეწყე სახლში. კაი აპარატიც ვიყიდე და თავს კარგადაც ვგრძნობდი. დასასვენებლად ვეღარ წავედი და მთელი აგვისტო სახლში გავატარე მაგრამ არც მომიწყენია, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმაკაცი ერთად ვიყავით სულ. მართალია ჩემი მეზობელი იყო მარა სულ ჩემთან რჩებოდა. კაი ტიპი იყო ფიზიკურათაც და ხასიათითაც. ასე რომ ვთქვათ ძაან ბევრ გოგოს მოწონდა და ესეც პონტის ბიჭობდა.სანდრო _ ბიჭო შენ გამაგიჟებ რა, მაგის დედა ვატირე სულ როგორ უნდა კითხულობდე ან უღებდე სურათებს რაღაცეებს?მე – აბა შენსავით მოცლილი ხო არ ვიქნები?სანდრო _ ბიჭო მაგაზე არ გეუბნები. ჩაიხედე სარკეში, ფიზიკურად მაგარი დაცემა ბიჭი ხარ და გოგოებზე არ ჩალიჩობ. გადახრები ხო არ გაქ მაგ წიგნებზე?მე – სანდრიკ იცი სიყვარული თავისთვის უნდა მოვიდეს შენ მას ვერ იპოვიო ნათქვამიასანდრო _ აუ ეხა ნუ დაიწყე რა რომანტიკოსობა. იტოკში მე მოგიყვან სიყვარულს დღესმე – რაზე ამბობ? კიდევ ვიღაცეები უნდა ამოყარო?სანდრო _ დღეს შენს ძმობას ვფიცავარ მაგარ გოგოებს ამოვიყვან, თან ისეთს რომ ეგრევე შეგიყვარდება, ჯობია მენდომე – წინაზეც ეგრე მითხარი და რაღაც მითიური ცხოველები ამომიყვანე. მე ვიცი შენ რაც გინდა. სახლის პრობლემა გაქ.სანდრო _ არა ბიჭო შენთვისაც ამოვიყვანმე – მე არ მინდა არავინ, მარა შენ ბოლოჯერ გაგისწორებ და ამოათრიე შენი ნიანგი, მარა ხმაურის გარეშესანდრო _ ვიცოდი რო თამაშს არ გამიყიდიდი, ჯიგარი ხარ მაგარი, ჩემზე იყოს მერე კაი გოგოიმ ღამეს ამოიყვანა სანდრომ ვიღაც გოგო. მე გავედი ჩემს ოთახში და ჩემს საყვარელ წიგნებს ჩავუჯექი. მეორე ოთახიდან კი სანდროს და იმ გოგოს ხმები გამოდიოდა. ვიწექი და ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება სიყვარული მეპოვნა სადმე, როგორ უნდა მივხვედრილიყავი მართლა სიყვარული იყო თუ არა. საერთოდ რა არის სიყვარული? როგორ უნდა შევიგრძნო? ასეთი ბევრი კითხვა მებადებოდა და პასუხს წიგნებში ვეძებდი, მაგრამ ზოგჯერ ვერაფერს ვერ ვგებულობდი. ეწერა რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო, მარა მეორე წიგნში სიყვარული სამჯერადიაო, ანუ პირველად მოწონებაო, მეორედ ვითომ ნამდვილი სიყვარულიო და მესამეჯერ შეჩვევაო. ესეთი ბევრი ფრაზა იყო რაც ეჭვს მიჩენდა, რომ სიყვარული არ არსებობსო, თან სანდროს შემხედვარე რა სიყვარული რის სიყვარული. მისი საყვარელი ფრაზა იყო, გრძნობა ფეხებს ზემოთ არასდროს არ უნდა აუშვაო, სანამ ცოცხალი ხარ უნდა გაჟიმო ყველაფერი რაც მოძრაობსო. მთელი ღამე სიყვარულზე ვფიქრობდი და ამ ფიქრებშიც ჩამეძინა. სიზმარში ერთი ულამაზესი გოგო დამესიზმრა. მეძახდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან მგავდა ყველაფრით. სადღაც სიბნელეში მივყავდი, მერე გაქრა და მხოლოდ ის დამიძახა რომ წინ იარეო. მეც მივდიოდი და რაღაცას ვხედავდი, კარებს გავდა მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი თითქოს სადღაც ჩავარდი და უცბად გამომეღვიძა. სულ სველი ვიყავი, და უცნაურად ვგრძნობდი თავს. მინდოდა იმ გოგოს სახე გამეხსენებინა მაგრამ ვერა და ვერ ვიხსენებდი. მერე აბაზანაში შევედი, დუში მივიღე და სარკესთან დავდექი, გადავწმინდე ორთქლი და ჩემს თავს ვუყურებდი. გამახსენდა სანდროს სიტყვები, მაგარი სიმპატიჩნი ხარო და მეც ვაკვირდებოდი ჩემს თავს. ნელ-ნელა იორთქლებოდა სარკე მაგრამ მე გაშტერებული ვიდექი, თითქოს ახალი რაღაცა აღმოვაჩინე.მე – რა დებილი ხარ სანდრიკ (ჩუმად ვთქვი ჩემთვის)გადავუსვი დაორთქლილ სარკეს ხელი და სიცილით გამოვბრუნდი.სწავლაც დაიწყო. მეც ავდექ დილით, როგორც ყოველთვის დუში მივიღე, ჩავიცვი და გავიქეცი ინსტიტუტში. მამაჩემი სულ სტუდენტურ ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა, რომ მაგაზე კარგი დრო არაფერი არააო.ხო და მეც მივედი სასწავლებელთან. უამრავი ხალხი იყო. ზოგი დაბოღმილი თვალებით იყურებოდა, ზოგი დაბნეული დადიოდა აქეთ-იქით, ზოგიც გაბრწყინებლი თვალებით ელოდა სწავლის დაწყებას.პირველი კვირა თითქმის გაცნობა იყო ერთმანეთის. პარასკევს საინტერესო ლექცია ჩაგვიტარდა ფოტო ხელოვნებაში.ლექტორი _ მე გახლავართ თენგიზ შენგელია, თქვენი ლექტორი ფოტო-ხელოვნებაში..........................ბატონი თენგიზი აგრძელებდა თავის ლექციას და ყველა დიდი ინტერესით უსმენდა. უცბად შუა ლექციის დროს გაიღო კარები და ულამაზესი გოგო შემოვიდა. არც ბოდიში უთქვამს არც არაფერი ისე მივიდა ბატონ თენგიზთან და რაღაცა გადასცა. თენგიზმა ის იქვე დასვა და გააგრძელა თავისი ლექცია. მე ვუყურებდი ამ გოგოს, თითქოს ვიცნობდი, მაგრამ არ მეცნობოდა. სწორი, თაფლისფერი თმა ქონდა, ცისფერი თვალები, პატარა ცხვირი, ულამაზესი სახე, გამხდარი იყო, მოკლედ ესეთი გოგო არ მინახავს არც ტელევიზორში. მთელი ლექცია გაშტერებული ვუყურებდი. მგონი ეს გოგო იყო ყველა შეკითხვის პასუხი. დამთავრდა ლექცია. მეც უკან გავყევი ამ გოგოს. მთელი დღე დავყვებოდი და საბოლოოდ ჩემს სახლთანაც ავედი. გავარკვიე, რომ ის გოგო ჩემს მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. ავედი სახლში და დავიწყე ფიქრი. თითქოს ის გოგო გულში ჩამივარდა. მთელი დღე ვიწექი და პატარა რეზინის ბურთს აქეთ-იქით ვისროდი. დაღამდა და ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი, თან ფოტო კამერაც ავიღე და სურათებს ვუღებდი რაღაცეებს. უცბად მობილურმაც დარეკა, რა თქმა უნდა სანდრო იყო. შემეშინდა კინაღამ ფანჯრიდან გადავარდი.სანდრო _ რას შვები კოკოშ? პონტი არის რო ამოვიდე? მაგარი გოგოები მყავს ძაანმე – არამგონიასანდრო _ რა გჭირს შეჩემა? ხო დაგპირდი მაგარ გოგოებს ამოვიყვანთქო?მე – ხო კაი ჯანდაბას შენ თავს ამოდი.სანდრო _ იმიტომ მიყვარხარ ბრატ.ცოტა მინგრეული იყო ყველაფერი და დალაგებას შევუდექი. სანდროც მალე ამოვიდა და ამჯერად მართლა კაი გოგოები ამოიყვანა.როგორც წესი მუსიკა ჩავრთეთ და დავლიეთ.სანდრო _ იცით გოგოებო კოკოშა მაგარი ფოტოგრაფიანინი _ აუ ვგიჟდები სურათებზე.სანდრო _ ანახე მიდი შენი შემოქმედებამეც ავდექი და ჩემი კამერა მივეცი. ის გოგოც ათვარიელებდა სურათებს. სანდრო და მისი გოგოც იქით გავიდა. თან სურათებს ნახულობდა ეს გოგო და თან მეპათხალიმებოდა.ნინი _ ვაა შენ გოგოებსაც უღებ სურათებს ჩუმად?მე – არა საერთოდ ადამიანებს არ ვუღებ სურათებსნინი _ აბა ეს გოგო ვინაა? თან რა ლამაზიააამეგონა მეღადავებოდა, მაგრამ როცა დავხედე კამერას და ის გოგო დავინახე, რომელმაც საფიქრალში ჩამაგდო, ცოტა დავიბენი. დავაშტერდი სურათს, არც მესმოდა ის გოგო რას ლაპარაკობდა მე მხოლოდ სურათს შევსცქეროდიმე – აუ მე უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქვს დიდი ბოდიშინინი _ რაა?ავდექი ავიღე ჩემი კამერე და გარეთ გამოვედი. ჩავედი მრგვალ ბაღში და დავჯექი. ღამის 2საათი იქნებოდა ხალხიც თითქმის არ იყო. ვიჯექი და ვუყურებდი სურათს. ღმერთო როგორ გადავიღე ეს სურათი? ალბათ სანდრომ რომ დამირეკა მაშინ დამეჭირა ხელი. აუ როგორ მიყვარხარ სანდრო. ამ ფიქრებში ვიყავი მთელი ღამე და იქვეც ჩამეძინა.დღეები გადიოდა და იმ გოგოს ვერ ვხედავდი, მაგრამ დადგა პარასკევი და ისევ თენგიზის ლექციალექტორი _ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ჩემს სტუდენტებს ვაძლევ დავალებას გადაიღონ სურათევი რამე თემაზე. რადგანაც თქვენ ასეთი ლამაზები და კარგები ხართ თქვენი თემა იქნება სილამაზე.ამ დროს ისევ კარები იღება და შემოდის ის გოგო. ისევ არაფერს არ ამბობს, მიდის ლექტორთან, რაღაცას აძლევს და ჯდება ისევ იმ ადგილას სადაც წინაზე იჯდა. მეც გაშტერებული ვუყურებდი მთელი ლექციის განმავლობაში ამ გოგოს.ლექტორი _ ბატონო კოტე თქვენ რას მეტყვით სილამაზეზე?მე თითქოს არც გამიგია რა მკითხა თენგიზმა. ყურადღებაც არ მიმიქცევია.ლექტორი _ კოტე შვილო აქ ხართ?ჩემმა წყნარად ყოფნამ ყველას ყურადღება მიიპყრო. იმ გოგოს ვუყურებდი მაინც და იმანაც გამომხედა და გაეცინამე – უი უკაცრავად ბატონო თენგიზ არ გისმენდითლექტორი _ შვილო კოტე აქ რის გამო დადიხარ? რომ გოგოებს უყურო თუ ჩემს ლექციას უსმინო?მე – უკაცრავად მეორეჯერ აღარ განმეორდებალექტორი _ ბიჭო რა კარგი სახელი გაქვს, კონსტანტინე, შენ კიდევ მაგ სახელის შერცხვენის უფლება არ გაქვსმე – არც შევარცხვენ ბატონო თენგიზლექტორი _ ლაპარაკიც გყვარებია. ვნახავთ რას გადაიღებს ბატონი კონსტანტინე წლის ბოლოს. რაში ხედავს ის სილამაზესლექციაც დამთავრდა. მე ისევ უკან გავყევი ამ გოგოს. გზადაგზა სურათებს ვუღებდი. მთელი ერთი კვირა უკან დავზდევდი და ჩემს კამერას მისი სურათებით ვავსებდი. რა ლამაზი იყო, მთელი დღეები მასზე ვფიქრობდი, ღამეებიც კი არ მეძინა არა და არც მისი სახელი არ ვიცოდი. მთელი ჩემი სახლიც მისი სურათებით იყო სავსე.ერთხელ ღამე მარკეტში ჩავედი, ტკბილეულობის და ასანთის ყიდვა მინდოდა. თავიდან ასანთი ავიღე, მერე მივედი შოკოლადების განყოფილებასთან და ვარჩევდი. უცბად რაღაც მანქანა გაჩერდა, მუსიკების ხმა გავიგე. მერე ვიღაც გოგო შემოვიდა მხიარული ლაპარაკით. გავხედე და უცბად სული შემეკვრა. დავინახე ის ულამაზესი არსება რომელიც ჩემი მუზის კლამი იყო. დავიბენი რა მექნა არ ვიცოდი. მერე თვითონაც დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.ნუცა _ უკაცრავად ასანთი ხო არ გაქ?მე – კი კი მაქ (დაბნეული ხმით ვუთხარი)ავანთე და მოვაკიდებინე სიგარეტისთვის. მერე დადგა და თვალებში მიყურებდა. უცბად ჩემსკენ წამოვიდა და მაკოცა. დავიბენი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს შიგნიდან ცეცხლში ვიწვებოდი.ნუცა _ ხო ისე უკან ნუ დამყვები კაი?მე – მე მე მე .......უცბად სანდრო შემოვიდა მაღაზიაშისანდრო _ ბიჭო დაგინახე და შემოგყევი რაღაც საქმე მაქვს შენთანმერე დაინახა ჩემთან ერთად გოგო და გაჩერდა და გაუკვირდასანდრო _ უი არ ვიცოდი თუ ერთად იყავითმე – ხო ეს ეს...ნუცა _ მე ნუცა ვარსანდრო _ მე კიდეც კოკოშას ძმაკაცი სანდრო. ჩემი გაზრდილია ეს ოხერინუცა _ ხო ისე მე დაგტოვებთ ბიჭებო მარტო მაინც მეჩქარებასანდროს თვალებით ვანიშნე რომ გასულიყო.სანდრო _ არა არა ნუცა შენ იყავი მე გავალნუცა _ მე უნდა გავიდე, ძაან კაი იყო შენი გაცნობა სანდრო. უი კოკოშ ჰა ეს წიგნი, რომელიც მთხოვე ძვლივს გიშოვემე – აააა.... უი ხო დიდი მადლობანუცა _ აბა ჰე პაკააამე სანდრო _ კარგაააადმე გაოცებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი სანდრო კიდე მეკითხებოდა რაღაცეებს ნუციზე. ისე ავედი სახლში რომ არაფერი არ გამიგია. მთელი გზა ნუცაზე და კოცნაზე ვფიქრობდი. რატომ მაკოცა? ნეტავ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? და რატომ ვარ საერთოდ ესეთი დაბნეული? რაღაცა მემართება. სახლშიც შევედი და ჩემი საყვარელი ლამპა ჩავრთე რომელიც მკრთალად ანათებდა. წამოვწექი საწოლზე და ჭერს ვუყურებდი რომელიც სავსე იყო ნუცას სურათებით. ვფიქრობდი ყველაფერზე. მგონი შემიყვარდა? არ ვიცი რა არის სიყვარული, მაგრამ რაც მემართება ძაან მსიამოვნებდა. ამხელა სამყაროში მარტო მისი სახე მედგა წინ და ჩემი ფიქრები მხოლოდ მას ეკუთვნოდა. რა კარგი დღე იყო. და აი ის წიგნი რატომ მომცა? წამოვდექი და წიგნს შევხედე. ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში? გამიკვირდა, ეს წიგნი წაკითხული მქონდა და ნეტავ რამეს უნდა ნიშნავდეს? მეც გადავშალე და პირველივე გვერდზე დავინახე წარწერა. კვირას 6საათზე ბარნოვზე ლიტერატურულში, გკოცნი ნუცა. აი ეხლა კი ნამდვილად გამიხარდა. ჩავიხუტე წიგნი და ნუცას სურათი და ისე ჩამეძინა.კვირას მთელი დღე სარკესთან ვიდექი ჩემს თავს ვუყურებდი და მინდოდა რომ კარგად ვყიფილიყავი. თან ათასი ტანსაცმელი გამოვიცვალე და საბოლოოდ იმდენი მოვახერხე რომ ცოტა დავაგვიანე.ლიტერატურულში შევედი და ნუცაც დავინახე, მანაც შემომხედა, გამიღიმა საყვარლად და ხელი დამიქნია. მეც მივედი და დავჯექი.ნუცა _ ვითომ ერთმანეთს ვიცნობთ დიდი ხანია კარგი?მე – კარგი და რატომ ეგრე?ნუცა _ იმიტომ რომ თავისუფლად იყომე – ხო მართალი ხარნუცა _ ხო ისე ესეთი მორცხვი რატომ ხარ? რომ მოსულიყავი და გაგეცნე მაგით რამე მოგივიდოდა?მე – ხო ვაპირებდი მარა....ოფიციანტი _ რას მიირთმევთ?მე ნუცას შევხედე და ველოდებოდი რას იტყოდანუცა _ მმმ მე თეთრი ირისი და ყავა მინდა. კოტე შენ?მე – მეც იგივეს ავიღებ (დაბნეული ხმით ვთქვი ძვლივს)შემდეგ არ ვიცი რა მეთქვა და ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს ვუყურებდით. რა ლამაზი თვალები ქონდა და რა საყვარლად იღიმებოდა. მინდოდა კიდევ მეკოცნა და ხელი შემეხო მის ტანზე. მინდოდა ეს წუთები არ დამთავრებულიყო.მე – იცი ძალიან ლამაზი ხარნუცა _ შენც არაგიშავსმე – მარტო ბატონი თენგიზის ლექციაზე რატომ დადიხარ?ნუცა _ თენგიზი ჩემი ბაბუაა და ძალიან მიყვარს მისი მოსმენა, ბევრ საინტერესო ამბებს ყვება.მე – ხო ძალიან კარგი ადამიანია. შენც შენგელია ხარ?ნუცა _ არა თენგო ბაბუა დედაჩემის მამაა, მე ბერიძე ვარ. შენ?მე – მე სალუქვაძენუცა _ როდის გაქ დაბადებისდღე? ჰოროსკოპით რა ხარ?მე – 19დეკემბერს. მშვილდოსანი ვარ. შენ?ნუცა _ მე 7ივნისს. ტყუპები, მარა აი ჰოროსკოპის არ მჯერა. საერთოდ რა არის დასაჯერებელი? რაღაც უაზრობაა მიდი და ენდე ვარსკვლავებსმე – ხო ისე გუშინ ის კოცნა....ნუცა _ რა არ მოგეწონა ჩემი კოცნა?მე – კი როგორ არა, მაგრამ რას ნიშნავდა?ნუცა _ არ ვიცი ......ოფიციანტი _ აი თქვენი შეკვეთამე – დიდი მადლობა. ნუცა ის კოცნა რამეს ნიშნავდა?ნუცა _ იცი რაღაც უაზრო შეკითხვაა. შენი აზრით აქ ვიჯდებოდი?მე – რავი.....ნუცა _ ხო და თუ არ იცი დაფიქრდი და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი. ეხა კიდე მაცადე ცოტას შევჭამ თორემ ვკვდები ისე მშიავჭამდით და თან ერთმანეთს ვუყურებდით. მეცინებოდა და იმასაც. თან ვფიქრობდი რაზე დამელაპარაკა.ნუცა _ ხო ისე უკან რატომ დამყვებოდი? უკნიდან უფრო მოგწონდი?მე – იცი უკნიდანაც კარგი ხარ და წინიდანაცნუცა _ ვაა რა კაი კომპლიმენტიამე – არა მართლა გეუბნები. იცი მართლა კარგად ვგრძნობ თავს ეხლა იმიტომ რომ ერთადერთი გოგო ხარ რომელთანაც სხვანაირად ვგრძნობ თავსნუცა _ და როგორ გრძნობ ჩემთან თავს?მე – არ ვიცი მარა ძაან კარგად. შენთან ერთად პირველად ვარ მაგრამ არაფერი არ მაინტერესებს ირგვლივ რაც ხდება.ნუცა _ ხო ისე კამერა აქ ხო არ გაქ შემთხვევით?მე – კი და რა იყო?ნუცა _ მგონი კარგად ვარ და ხო არ გადამიღებ სურათებს?მთელი დღე ერთად გავატარეთ. ვსეირნობდით ერთად, ვუღებდი სურათებს მერე მრგვალ ბაღშიც დავჯექით და კაი ხანი ვიჯექით.მე – სიგარეტს რატომ ეწევი?ნუცა _ რავი აბა ისემე – არ შეიძლება ცუდია ჯამრთელობისთვისნუცა _ კაი მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ (ცოტა მოწყენილი ხმით მითხრა)მე – იცი ამდენი ხანია გიყურებ და მგონი უნაკლო ხარნუცა _ ხოო? ვაა რა მაგარია?მე – ხო თან ჩემი თვალებით რომ კარგ გოგოს ვხედავ ცოტა მიკვირსნუცა _ ეგ რა პონტში?მე – კარგად ვერ ვხედავ. მინუსი მაქ მარა სათვალესაც არ ვხმარობ და ლინზებსაც ვერა.ნუცა _ მეც არ ვიფიქრე ესე ახლოდან რატომ მიყურებსთქო? არა ისე მაგრად საყვარლად იხედებიმე – შენ კიდევ საყვარლად იცინი ძაანშემდეგ ორივე გავჩუმდით და ერთმანეთს ვუყურებდით. ძაან გვიანი იყო თან და ხალხიც არ დადიოდა ქუჩაში. მას თავი ჩემს კალთაში ქონდა ჩადებული და ორივენი ცას ვუყურებდით. შემდეგ ნუცის დავხედე და მინდოდა მეკოცნა მაგრამ უცბად მობილურის ხმა გაისმა.ნუცასდედა(მობ) _ სად ხარ? ამოდი დროზე მამაშენი ნერვიულობსნუცა _ ხო ამოვალ მალე, უკვე სახლთან ვარმე – მიდიხარ?ნუცა _ ხო უნდა წავიდეავდექით და წავედით. ნუცი სახლამდე მივაცილე და მინდოდა მეთქვა რომ მიყვარადა, მაგრამ არ მაცალა ამის თქმა უცბად მაკოცა.ნუცა _ ეს კოცნა უკვე ბევრს ნიშნავსაი ამ სიტყვებით დამემშვიდობა. მე კიდევ ფრენა-ფრენით ამოვედი სახლში. ფიქრებმა კვლავ წამიღეს ოცნებებში. აი ეხლა კი ვხვდებოდი რომ მგონი მიყვარდა. რა ლამაზი და დიდებული გრძნობა ყოფილა. ცოდვაა ის ადამიანი რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული. წინ მედგა ნუცას სახე, მისი ულამაზესი თვალები, მესომოდა მისი უსაყვარლესი სიცილი.რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთან სანდრო ამოვიდა და ყველაფერი მოვუყევი მასსაც.სანდრო _ ბიჭო ეგ ხო კაი რომ გაკოცა, მარა იქნებ ყველა ბიჭს ეგრე ექცევა?მე – არა სანდრიკ შენს ძმობას ვფიცავარ ეგეთი არაა დარწმუნებული ვარ, რაღაც ყველასაგან განსხვავებულია, არ ვიცი რა სიტყვები ვთქვასანდრო _ ნეტავ ეგეთი განსხვავებული მეც მომცა ეგრევე რომ მკოცნიდესმე – კაი რა დაგემართა? იქნება და რამე ცუდი თქვა?!სანდრო _ ბიჭო მაგრად მიხარია მარა რავიცი რა, ეგრევე კოცნა რას ნიშნავდა? მაინც უნდა გაარკვიო რა. ჩემი იგივე ძმა ხარ და არ მინდა ვინმე ისეთი შეგიყვარდეს, რომელიც შენი ღირსი არ იქნებამე – ჯიგარი ხარ სანდრიკ და ყველაფერს ავწონ_დავწონი. არამგონია ცუდი გოგო რო იყოსსანდრო _ მეც ეგ მინდა ძმაო, მაგას რა ჯობია. კაი ეხა გავიქეცი რაღაც საქმეები მაქვს და გნახავ საღამოს.სანდროც წავიდა და სახლში მარტო დავრჩი. ვფიქრობდი და ისევ ვფიქრობდი. ყველაფერი მავიწყდებოდა, თითქოს ყველაფერი აღარაფრად გადაიქცა, თითქოს დრო გაჩერებული იყო. საღამომდე გულაღმა ვიწექი ჩემს საწოლზე და ნუცის სურათებს ვუყურებდი. უცბად ზარიც გაისმა კარებზე. მეზარებოდა გაღება, ან კიდევ ვინ უნდა ყოფილიყო? ალბათ მეზობელი, გასაღების დატოვება უნდოდა, მარა 7ის ნახევარზე? ძვლივს წამოვდექი ფეხზე და მივცოცდი კარებთან, გავაღე და ნუცი შემოვარდა. უცბად ვერც მოვედი აზრზე რა ხდებოდა.ნუცა _ როგორ ხარ კოტე? მაგარი კასეტები ამოვიტანე მაგარი ფილმებია, კიდევ ჩიფსები, შოკოლადები, კოკა, სასმელი და სხვა რაღაცეებიც. ჰა რას გაშტერებულხარ მომეხმარეამ სიტყვებს მეუბნებოდა და თან ტრიალებდა აქეთ-იქით.მე – უი ხო დაიცანუცა _ ჰა ესენი გამომართვი, მიდი ეს კოკა და სასმელები მაცივარში შეაწყვე დანარჩენს მე მოვაგვარებმე – ხო კაიდაბნეული ვემორჩილებოდი ნუცის, თვითონ კი დიდი ქალივით აკეთებდა ყველაფერს. გახსნა თავისი ამოტანილი ჩიფსები და რაღაცეები, მერე ადგა და ტელევიზორთან გაიტანა ყველაფერინუცა _ კოტიკ არ მოგწონს? რა არ მელოდი? უი ხო ისე ძაან კარგად მოწყობილხარმე – ხო დიდი მადლობა. ძაან კარგია ყველაფერი. და ისე საიდან გაიგე სად ვცხოვრობდი? ან მშობლები არ დაგირეკავენ?ნუცა _ კაი დიდი ბოდიში თუ ხელი შეგიშალემე – არა ნუცი რა სისულელეა. ძაან გამიხარდა შენი ნახვანუცა _ კაი კაი მიდი შენ ჩართე ჯობია ვიდეო და კინოებს ვუყუროთ. მშობლებს ვუთხარი რომ დაქალთან ვრჩებინუციმ ყველაფერი გამოიტანა და კარგათაც მოეწყო. მარტო კინოს ჩართვას ელოდებოდამე – ხო ისე რომელი კინო ჩავრთო?ნუცა _ კოტიკ დღეს შენთან დარჩენაზე უარს თუ არ მეტყვი მაშინ ყველას ყურებას მოვასწრებთმე – არა არა რა უარი. პირიქით ძაან მსიამოვნებს ერთად რო ვართძაან დავიბენი და არ ვიცოდი როგორ მემოქმედა. თან მაგრად მიხაროდა და ბედნიერებისაგან დავფრინავდი.ნუცა _ მაშინ ჯერ არ ბნელა და მელოდრამიდან დავიწყოთ. მანდ კაი ფილმია ერთი, ჯოშ ჰარტნეტი თამაშობს და რო დაღამდება მერე უჟასტიკებს ვუყუროთ უნდა დაგაშინოომე – კაი გენდობი შენ. და ვინ შეშინდება მაგასაც ვნახავთჩავრთე ვიდეო, ტელევიზორი და ჩემს საყვარელ პუფებში ჩავსხედით, შუქებიც ჩავაქრეთ. მე როგორც ყოველთვის ახლოს მივიწიე ტელევიზორთან ჩემი მხედველობის გამონუცა _ აუ რა სასაცილო ხარ თვალებს რო პრუწავმე – დიდი მადლობანუცა _ მოდი რა მოიწიე რა უკან. მარტო ხო არ ვიჯდებიმე – ხო მარა ვერ ვხედავ, მაშინ შენ მომიყვები რა მოხდებანუცა _ რა სულელუკა ხარ რამე – რატომ ვარ სულელი?ნუცა _ კაი კაი დაიწყო კინო და გაჩუმდიკინოც დაიწყო. მთელი კინო ორივე ჩუმად ვისხედით და ვჭამდით სასუსნავებს. მერე ნუციმ თავი დამადო და ძალიან რომანტიკული სიტუაცია წარმოიქმნა, ფილმიც ისეთი იყო რომ სიყვარულის გრძნობას გაგიღვივებდა. ბოლოში კიდევ ნუციმ ისეთი ტირილი ატეხა რომ მეზობლები კინაღამ ამოგვივარდნენ.ნუცა _ აუუ რა მაგარიაა, აუუ აღარ შემიძლიაა, კიდევ კაი ნახეეესმე – კაი ნუცი დაწყნარდი ყველაფერი ხო კარგად მორჩა და რა გატირებს?ნუცა _ აუუ მაგარი მომენტი იყო ძაანმერე უცბად გაჩუმდა, ცრემლები მოიწმინდა და მოკვდა სიცილით. ძალიან ცვალებადი ხასიათი ქონდა. ცუდი ხასიათიდან უცბად ეგრევე მხიარულ ხასიათზე გადადიოდა. არ გავდა სხვა გოგოებს, რაღაც ყველასგან განსხვავდებოდა და მე მასში ეს მომწონდა. თან როგორ ანათებდა მისი ცრემლიანი, ცისფერი თვალები. რა სიცილი ქონდა უბრალოდ მოგინდებოდა მთელი ცხოვრება მისი, მარტო, ყურება.ნუცა _ კაი კაი ეხა მიდი უჟასტიკები ჩართე უნდა შეგაშინოოომე – კაი ვნახოთ. მართალია არ მიყვარს უჟასები, ისინი ადამიანის ფსიკიგაზე ცუდად მოქმედებენ და წარმოქ..........ნუცა _ ეეე დაიცა რა ნუ ფილოსოფოსობ. უბრალოდ აღიარე რო გეშინიამე – მაგასაც ვნახავთ ვინ იქნება ბოლოს შეშინებულინუცა _ კაი ვნახოთ. კაი ეხა მოდი აქეთ მოიწიეკინოც დაიწყო. ვერ ვიტანდი უჟასებს. არ მეშინოდა მარა რაღაც არ მომწონდა. მთელი კინო დაძაბულები ვისხედით ერთმანეთზე ჩახუტებულები. მთელი კინო პანიკებში იყო ნუცი. ზოგჯერ ისე მომიჭერდა ხელს ხელზე რომ სისხლს მიჩერებდა. მთელი ღამე თითქმის კინოების ყურებაში გავატარეთ. თან მე ძირითადად მაინც ნუცის ვუცქერდი. ძალიან ლამაზი იყო. ისეთი ლამაზი რომ ანგელოზებსაც შეშურდებოდა. რაღაც დროის შემდეგ დავინახე რომ ჩასძინებოდა. რა საყვარლად ეძინა. ნეტავ რა სიზმარს ნახულობდა? მინდოდა მეკოცნა მის ულამაზეს ტუჩებზე, მაგრამ ვერ ვბედავდი. ესე ვუყურებდი კაი ხანი, მერე ძვლივს გავბედე და ვაკოცე. კოცნის დროს ნუცის გამოეღვიძა მეც უკან ნელ-ნელა წამოვიღე თავი და დავინახე მისი სიყვარულით სავსე თვალები და ღიმილი.ნუცა _ მანდამაინც მძინარესთან უნდა გაბედო კოცნა?მე – უიი...ნუცა _ კაი გაჩუმდიდა თვითონაც მაკოცა. ესე გრძელდებოდა დაახლოებით 5წუთი. თავი სამოთხეში მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო. მართლა მაგრად მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა. მახსენდებოდა წიგნებიდან ამოღებული სიტყვები. სიყვერული შეჩვევაა, სიყვარული სიამოვნებაა, სიყვარული კოცნაა, სიყვარული სილამაზეა და ა.შ.მე – ნუცი იცი მე შენ მგონი მიყ.....ნუცა _ კოტე ძაან მეძინება და გთხოვ მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ კაი?მე – ხო კაინუცა _ გთხოვ ეხლა დავიძინოთრა მექნა, მაინც
მიმაგრება: |