მთავარი » 2010 » მარტი » 13 » სიყვარული -ნაზი და საყვარელი... თბილი... ხავერდოვანი.... უეკლო... ასეთი მეგონა ბავშვობაში
11:46 PM
სიყვარული -ნაზი და საყვარელი... თბილი... ხავერდოვანი.... უეკლო... ასეთი მეგონა ბავშვობაში
სიყვარული -ნაზი და საყვარელი... თბილი... ხავერდოვანი.... უეკლო... ასეთი მეგონა ბავშვობაში... გავიზარდე და... ღმერთო რა ძნელია... ეკლითაა დაფარული... მოფერებასაც კი ვერ მოახერხებ,რომ არ გეტკინოს... არ მომეწონა... სულ სხვანაირია... ჩემს ბავშვობაში... ბავშვობაში... სულ სხვა წარმოედგინა ყველას... ახლა კი... არ უნდათ ეგეთი... სულ ცრემლი... ტანჯვა... ტკივილი... მიკვირდა:რატომ ტანჯავენ საკუთარ თავს თუ უყვართ-მეთქი?!.. ახლა ვიცი... ტანჯვით სიყვარული უფრო ტკბილია... გრძნობ,რომ გიყვარს... ხიფათი უფრო მეტად გაყვარებს მის თავს... ტკივილი გიორმაგებს მისი სიყვარულის ბედნიერებას... ცრემლი გიატკეცებს მისთვის ღიმილს... ყოველდღე ახალ-ახალს ეძებ მასში და პოულობ... ამოუცნობს...იდუმალს... გიხარია... გგონია,ეს ისაა ვინც ნამდვილად უნდა გყვარებოდა... მაგრამ... ერთ დღეს რამე ახალს აღმოაჩენ მასში... მეორე დღესაც რაღაც საერთო გაქვთ.. მესამე დღეს,როცა არაფერი ახალი არ იქნება მასში,შენ მოითხოვ და ვერაფერს მოგცემს,ისეთს,რაც არ გინახავს და არ იცი... და ფიქრობ,რომ ეს ის არაა... ეს ბანალურია... შენ სხვა უნდა გყვარებოდა.... შეცდი... ზურგს აქცევ და ტოვებ თავის ნაჩუქარ გულიანად სიყვარულთან მარტო... არადა ეგ შენ ხარ ზედმეტად მომთხოვნი... უფრო მეტი გინდა და არ იცი,რომ ყოველთვის ეგრე იქნება... ახალი... ახალი... და უცებ ძველი... ბანალური... სენტიმენტალური... ადამიანს,როცა სრულად იცნობ.... რაღა ახალი უნდა აღმოაჩინო?!... ეცდება სხვანაირად მოიქცეს,მაგრამ შენ გჭირდება თეატრალური სიყვარული?!... მე არ მინდა... არ უნდა იყო ისეთი მკაცრი.... უნდა აცადო უყვარდე... სიყვარული მაშინ უფრო გახსოვს,როცა მტკივნეულია... მაგრამ,როცა თბილია?!. როცა ბედნიერია?!... როცა გიყვარს და უყვარხარ?!... მაშინაც გემახსოვრება... 100წლის შემდეგაც... 100საუკუნის შემდეგაც... შენი სიყვარული მაინც ემახსოვრება...ტკივილით თუ უმტკივნეულოდ.... სიყვარული ყველას ახსოვს... არამარტო პირველი და უკანასკნელი...მეორეც,მესამეც,მეოთხეც... და შენც... შენი სიყვარულიც ემახსოვრება... ადამიანები ვართ და ცისკენ მივიწევთ... მაინც მანდეთ გვაქვს გზა... მაინც მოვახერხებთ მანდ მოხვედრას ადრე თუ გვიან... ცამდე კი... დედამიწაზე გვიყვარდეს... გვიყვარდეს უპრეტენზიოდ... გვიყვარდეს სიყვარულით... ტანჯვა ისედაც იქნება ცხოვრებაში... სიყვარული მაინც არ ვტანჯოთ... ამ ცხოვრებაში...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1225 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]