მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » სიყვარული
8:54 PM
სიყვარული
მე დავიბადე შეყვარებული,
ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს,
ყოველი ფიქრი დამძიმებული,
ყოველი დარდი მისით გადამაქვს.

თუ მონატრება გაზაფხულია,
მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები,
ხასხასა მწვანე ფოთლებს – გულღიას,
ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.

სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ,
და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა,
მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს,
რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.

ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ,
ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას,
თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ,
მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.

და მაინც ვიცი, რომ ჩემი გული
ამას ვერაფრით ვერსად დამალავს,
რომ დავიბადე შეყვარებული
და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1390 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]