მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » შენ შეგიძლია?
8:54 PM
შენ შეგიძლია?


შენ შეგიძლია?


შეგიძლია ვარსკვლევებს დახუჭობანა ეთამაშო და ცას შემოუფრინო ოცნების კვალდაკვალ?
...უბედურების წყვდიადში ღიმილით ჩაეშვა,
რათა გაათბო იქაურობა...
...ბედნიერების მწვერვალზე იტირო,
დაასველო ყველაფერი გარშემო...
...გაეკიდო ფიქრს და მთელი ღამე ნაცრისფერ ღრუბლებზე იბოდიალო...
...ჩაეხუტო ბედნიერებას და თვალდახუჭულმა უსმინო მის ფეთქვას...
...დილის ნამის სუნთქვით გათბე...
...ღამის ანგელოზთა გალობა აქციო ჰიმნად...
...კოცონზე დამწვარი ნაფლეთები სათითაოდ შეკრიბო და ოცნება შეკრა...
...ცა წითლად შეღებო, მზე ლურჯად...
...სამოთხიდან ცეცხლი მოიპარო სხვის გასათბობად და...
...ჯოჯოხეთში ამოსული ეკალი სულნელოვან ფინიკად აქციო...
შეგიძლია უბრალოდ შეიყვარო?
მაშინ გაშალე ფრთები და იფრინე ჩემთან ერთად...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1313 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]