მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე..
8:15 PM შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე.. |
* * * შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე სურვილის გამხელა და გათამამება გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება . სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს . არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდი სახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილს მე გათენებამდე არავინ დამიცდის ამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში . უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველის შენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებ ვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველეს დაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე . შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთი ჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხი ვიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდი დამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს . ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარს ახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლის ვიცი რომ შენია სუყველა კოზირი და მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში . ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს... . ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების... . ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით ქვაზე იხატება დადნობა სხეულის შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე მე კი გამარჯვება არა მსურს ეული! . ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს... შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს – გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!! ............ შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე.
მიმაგრება: |
კატეგორია: ეროტიკული პოეზია |
ნანახია: 1900 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 3.5/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|