მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » შენ და სიზმარი
11:06 AM
შენ და სიზმარი



"ეს გრდზნობა შიშის ბრუნვას აყუჩებს,მაგრამ არ
არჩენს.
მაგრამ დანარჩენს...”
….. ეძღვნება
-----------------------------------------------------------------
დღეს იცი რა მესიზმრა? მზე და სადღაც შორს მთვარე, მზე საშინლად გამოიყურებოდა. თვალები ჰქონდა ჩაცვენილი, სხივები დასუსტებული, გარშემო ცხელ ჰაერად ელავდა, თითქოს დნებოდა მისი ხელები, პატარა ჰამაკთან ვიდექი და ცას გაკვირვებული ვუყურებდი… მზესთან ერთად მთვარეც მოჩანდა, ის ნაცრისფერი აღარ იყო, თითქოს გაცოცხლდაო, მთვარე თვალებს ახამხამებდა და რბილად სუნთქავდა, ვუყურებდი და ვერ გამეგო რა ხდებოდა, უკან მივიხედე, ჰამაკი თავისით ქანაობდა, ეგ არ გამკვირვებია, მზეზე ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ამ დღეში, შემდეგ ცარციან გზაზე უცნაურმა მანქანამ ჩამოიარა, სახურავზე დიდი მიკროფონი ჰქონდა დამაგრებული..”ყურადღება! ყურადღება! საგანგებო ინფორმაცია, მთავრობისგან მიღებულია ბრძანება, იწყება ხალხის ევაკუაცია, დედამიწა საფრთხეშია, ვიმეორებ დედამიწა საფრთზეშია…მზე აღარ გაგვინათებს…ღმერთო გვიშველე”…ღმერთO გვიშველე, გავიმეორე მოულოდნელობისგან…ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, ცას თვალს ვერ ვწყვეტდი, ირგვლივ ჰამაკისეული სიჩუმე ხალხის გამწარებულმა ყვირილმა დაარღვია, ვერ გამეგო საით მირბოდნენ, ყველას ეშინოდა, ყველა სადღაც გარბოდა, სად გარბოდნენ…ვიკითხე კიდეც სახე გაფითრებულმა, მიპასუხეს მთვარეზე ახალი სიცოცხლე იბადებაო…იქ მირბოდნენ ალბათ…და მაინც, ვერ ვინძრეოდი ადგილიდან, არა, განა არ შემეძლო, უბრალოდ არ მეშინოდა არ ვიცოდი რატომ…ირგვლივ ნამდვილი ჟოჟოხეთი სუფევდა, მე არ მეშინოდა, ვიდექი და ხან მომაკვდავ მზეს შევცქეროდი ხანაც მომღიმარ მთვარეს, სახეზე ღიმილი დაჰკრავდა, ალბათ ფიქრობდა, ეხლა ჩემი დროც მოვიდა, დაე დაისვენოს მზემ, და ახლა დედამიწამ მინათოს ღამ ღამობითო…გაცივდება ალბათ მშობლიური, ბევრ ჩვენგანსაც შეიწირავს, გაყინავს. ვფიქრობდი და არ მეშინოდა, არ ვიცოდი რატომ არ მქონდა შიში, უბრალოდ არც კი მიფიქრია ამაზე. ერთ ადგილზე მდგარს, ფეხქვეშ თვალცრემლიანი გოგონა ჩამივარდა, ხელები მუხლებზე მომხვია და მზერა შიგ გულში გამივლო…
- მეშინია, მეშინია, ძია, მეშინია...
- გეშინია? კი მაგრამ რისი?
- არ ვიცი, უბრალოდ მეშინია, ძალიან მეშინია.- თავს ზარი დამეცა, თავბრუდამეხვა, ვერ ვაზროვნებდი…მუხლებზე დავიჩოქე და ვკითხე
- ის გრძნობა…გიყვარს?
- მიყვარს? რა გრძნობა?
- როგორ არ იცი სიყვარული, ნაცნობი გრძობა…
- არ ვიცი ეგ გრძნობა, როგორია?
- ეს გრძნობა შიშის ბრუნვას აყუჩებს, მაგრამ არ არჩენს,მაგრამ დანარჩენს…- თვალიდან მტვრიანი ცრემლი წამსკდა, სახეზე თბილისი სიცივე ვიგრძენი…მე მივხვდი რომ უნდა შემშინებოდა, მაგრამ არ მეშინოდა, მე მივხვდი, მე თურმე მყვარებია.
- ხომ ხედავ შენ მიხვდი, შენ გყვარებია,- მითხრა და გოგონა ქარმა წაიღო, მტვრიან გარემოს შეუერთა…
მე ისევ ისე გაყინული ვიდექი, გარშემო ჟოჟოხეთი არ წყდებოდა, ცაზე მზე იტანჟებოდა, მთვარე სიცოცხლეს ელოდა. ჰამაკი ისევ თავის ადგილას ეკიდა…
და მე არ მეშინოდა მე ჰამაკში მეძინა..

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1132 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]