მთავარი » 2010 » მარტი » 26 » შენ!
6:47 PM
შენ!
შენ! 
როგორ მიყვარს ფიქრი შენზე, მაშინ შენ ჩემთვის ძალიან ახლობელი ხდები.. მაგრამ მოვეგები თუარა გონს, უკვე უცხოვდები, სულ სხვა მიზნები და მისწრაფებები გაქვს.. სულ სხვა ნაცნობები და სამყაროა შენს ირგვლივ.. მინდა შევეთვისო ამ სამყაროს და გავითავისო იგი, მაგრამ მიჭირს.. ჩვენ ხომ უბრალო ნაცნობები ვართ.. 
  მოვედი თუარა შენ გნახე, ისე შემომხედე თითქოს პირველად გენახე და ყურადღება უცებ სხვაზე გადაიტანე.. ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობ, იქნებ სხვა მოგწონს.. მაგრამ მე ხომ შენგან არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ჩემთვის ვოცნებობ, თავს ვირთობ, შეიძლება ხვალ სულ სხვაზე ვიფიქრო, ეს შენზეა დამოკიდებული, შენ როგორ მოიქცევი როგორ შემომხედავ.. ასეთია ყველა გოგო ალბათ, ვისაც შეყვარებული არყავს.. დღეს ერთი მოსწონს, ხვალ მეორე.. მაგრამ მე არმინდა ასე იყოს, მინდა შენ გამოიცნო ჩემი ფიქრები და გამიგო..

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1080 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]