მთავარი » 2010 » მარტი » 12 » შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
5:07 PM
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
* * *
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას,
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები კოცნიან შენს სავალ შარაგზას.

რამდენჯერ ვევედრე ლასარს და კოპალას,
რომ დაგვიბრუნებდნენ ლამაზ დროს გაფრენილს,
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდე ჩემს მკლავზე დაფენილს.

წინ ნუღარ შემხვდები, მერიდე მზექალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალტა მშვენებით,
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს,
მივალ და გავხდები შავი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლე არა აქვს მიზანი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1370 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]