მთავარი » 2010 » მარტი » 17 » სასიყვარულო / სიყვარული
3:26 PM სასიყვარულო / სიყვარული |
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი. სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1194 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|