მთავარი » 2011 » ივლისი » 5 » საქსაფონი
11:07 PM
საქსაფონი


ჭკუიდან შემშლის საქსაფონი,
ჭკუიდან შემშლის.
მთელი დღე ვთვალე ჩემი თავი
და ორს უდრიდა.
ეს მონატრება თავს მოიკლავს
ამაღამ ჩემში
და ამოვიღებ გადანახულ "მეებს" უჯრიდან.

სველი ჰანგები საფეთქლებზე
მარწუხებს მიჭერს,
ღამეს დილისკენ გაუჭირდა
აღება გეშის.
ხვალ ალბათ ისევ
ვემსგავსები მხიარულ როჯერს,
ამ საღამოს კი
საქსაფონი ჭკუიდან შემშლის.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 3000 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]