მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » როცა გგონია...
7:11 PM
როცა გგონია...

კარგად არის, ყველაფერი წესრიგშია, მაშინ   აირევა   ყველაფერი...

თბილი, სასიამოვნო   საღამო   იყო; თუმცა   მერე   აცივდა...

სიცივემ   მოიცვა   ჩემი   გულიც...

  ვტიროდი   ჩუმად, ყველასგან   მალულად, როგორც   ყოველთვის   ცრემლებს  
ვერ   ვიკავებდი, ისინი   თავისთვის   მოდიოდნენ   და   გზას   იკაფავდნენ
  ჩემს   ლოყებზედ...

  გონებაში   ათასობით   კითხვა   მიტრიალებდა, ვცდილობდი   პასუხები  
მომეძებნა   თითოეული მათგანისათვის, მაგრამ   პასუხებიც   წამში  
ქრებოდა, უსასრულობაში   შთაინთქმებოდა   ხოლმე.

      უკვე   შუაღამეა...

  ზეცა   შავია, შეიძლება   ითქვას მუქი   ლურჯიც, წვრილ-წვრილი  
ვარსკვლავები   აქეთ-იქით გაფანტულან   და   ხალებივით   დატყობია  
თბილისის   ზეცას.

  მთვარე?!

  მთვარე   არსად   სჩანს, ნუთუ   მასაც   შესცივდა?

თვალები   ცრემლებით   ამევსო, კინოს   კადრებივით   ჩაიარა   ჩემმა  
ბედნიერმა   დღეებმა   ჩემს   მეხსიერებაში, მიუხედავად   იმისა, რომ  
ცხოვრებაში   არც   თუ   ბევრი   მქონია.

    თუმცა   ცხოვრება   ხომ   ჯერ   წინ   მაქვს?   ი   მ   ე   დ   ი   ა   ..............

  წ ვ ი მ ა . . .

  ზ ღ ვ ა . . .

    ღ ა მ ე   . . .

    წყნარი   მუსიკის   ჰანგები...

    დ ა     შ ე ნ . . .

    აი,ეს   არის   ჩემი ჰობი   ჩემს   ცხოვრებაში, ხო   კიდევ   ლექსების
  წერა   და ჩანახატების   გაკეთება, თუმცა   ყველაზე   დიდი   ჰობი  
ჩემს   ცხოვრებაში   შენ   ხარ,უფრო   მეტიც,შენ   მასწავლე ცხოვრება,
შენით   გავიკვლიე   ამ   ცხოვრებაში   გზა, ბილიკი...............

    და   რაც   მთავარია   შენ   მასწავლე   ეს   ლამაზი   გრძნობა...

    გრძნობა , რომელსაც   სიყვარული   ჰქვია...

    ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი     რომელსაც   მე   ასე   ვუფრთხილდებოდი...

    და   რომელიც   შენ   თვითონ   ჩამიკალი   ისე,   რომ   მე  
ვეღარაფერი   ვეღარ   მოვასწარი, ვეღარ შევძელი   რომ   გადამერჩინა...

    შენ   უკვე   სხვისი   ხარ, სხვასთან   ხარ   სულით, გულით,მთელი  
არსებით, იმედია   მასთან მაინც   იქნები   ბოლომდე   გულწრფელი, პირადად
  მე   ამას   გისურვებ...

    წავალ...   ზღვის   ნაპირზე   გავივლი, დავტოვებ   ჩემს   ნაკვალევს,
თუმცა   ეს   წამიერი ნაკვალევი   იქნება, ზღვა   ხომ   წამში   წაშლის  
ნაკვალევს...

    ცხოვრება   თავიდან   რომ   დავიწყო, ისევ   შენ   ამოგირჩევდი, რადგან   შენ   ჩემი   რჩეული   ხარ!.............

    დრო   გავა...

    თმაში   ჭაღარა   შემოგვეპარება, მიწისგან   ვიშვით   და   ისევ  
მიწას   დავuბრუნდებით, მხოლოდ     ერთ   რამეს     დავიბარებ, შეიძლება  
ითქვას   ა ნ დ ე რ ძ ა დ:  

    "შენ   ჩემს   ამბავს   გაიგებ...

    შენ   გაგახსენდება   წარსული...

    ჩემს   საფლავზედ შენი   მოსვლაც   კი   გამახარებს, და   გამაბედნიერებს   იქაც... კი ...  

    დ ი ა ხ . . .   დ ი ა ხ   . . .

    მე   ზღვასთან   ახლოს   ვიქნები,ჩემი   სურათი   ზღვას   უნდა  
გადაჰყურებდეს, ერთი   წითელი ვარდი   ჩემს   გულზედ   დადე ...

    დ ა     მ ე     ა ი     მ ა შ ი ნ     კ ი     უ კ ვ ე . . .

    ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ა დ

                      ბ ე დ ნ ი ე რ ი

                                      ვ ი ქ ნ ე ბ ი .............


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1256 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]