მთავარი » 2011 » ივლისი » 5 » როგორც ბრმები (თეოს)
10:55 PM როგორც ბრმები (თეოს) |
როგორც ბრმები, ვაფათურებთ ხელებს ერთმანეთის სხეულზე და სულზე, მერე ისევ ისე ითვლი დღეებს, განუგეშებ რომ შეცვალა თუ მზე თოვამ, (ასე ხვავრიელად გვიტევს) გაათეთრებს სულს სიშავით სავსეს, მერე მოგრძო და მოთეთრო თითებს, ჩემს ბეჭებზე ააცეკევბ სალსას. მერე ყურთან რომ გიკითხავ რამეს, რა სუსტი და რა უმწეო ხდები. და გააფრენს ამ უძილო ღამეს, ემოციას ჩაფრენილი ფრთები, როგორც ბრმები, სინათლის სხივს ვეძებთ, სწორედ ამ დროს მზე იხურავს ნაბადს. ვერ ვაგნებთ და მერე ნატვრის ხეზე, ნაჭრის ნაცვლად, მთელ ტანსაცმელს ვაბამთ. ამ ბოღმისფერ, ასე უშნო სახლებს, გამოვკრავდი ლამაზ, შავ-თეთრ ტივად. ჩვენ ვცხოვრობთ და გაზაფხული დაგვდევს, ხანდახან კი სულ ცოტათი გვტკივა, რომ ცხოვრება ბლეფი არის მხოლოდ. მტვრიან დოგმებს დავატარებთ ტანით. მთელი დღე კი როგორც ბრმები ვცხოვრობთ. და ერთმანეთს ვხედავთ მხოლოდ ღამით.
მიმაგრება: |
კატეგორია: ეროტიკული პოეზია |
ნანახია: 1490 |
დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|