მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » როგორ მიყვარდი....
8:20 PM
როგორ მიყვარდი....


როგორ მიყვარდი....
უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... ~ო რა კარგი ხარ...~
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?...

...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები........
კიდევ გპირდები.......

......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.


/გიორგი არაბული/

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1514 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]