მთავარი » 2010 » მარტი » 30 » როდესაც ქარი გადაყრის, საწვიმარ ღრუბლებს კაბადონს,
4:27 PM
როდესაც ქარი გადაყრის, საწვიმარ ღრუბლებს კაბადონს,
როდესაც ქარი გადაყრის, საწვიმარ ღრუბლებს კაბადონს,
თვალი დაიწყბს ცქრეას შორეთში, გარდასული დრო სურს დაინახოს.
ძველი ქუჩები ცხადში ცოცხლდება, მათზე რამდენჯერ
როდესაც ფეხით ნაბიჯს დგავდა გაუტაცნია ფიქრს და ოცნებებს.
რამდენჯერ სახლში პაწია თითი შეხებია ოთახის კედელს,
რამდენჯერ ღამით ჩაძინებული კუმშავდა ხელებს
და საბნის კუთხეს გულში იკრავდა,
რომელსაც მხოლოდ სიხარული და სიკეთე ქვეყნად სწყუროდა.
ის ანარეკლი აციმციმებს ისევ ძველ ქუჩებს,
ამბობს: არ მინდა ცხოვრება, რომ მარტო დიოდეს.
ჩამჭიდე ხელი და გავუყვეთ ამ ქვეყნის ბილიკს,
შემხედე, ვერ მცნობ? ეს ხომ მე ვარ: შენს ბავშვობაში გადავარდნილი.
ისევ იხსენებს ძველი სახლის დაბზარულ კედლებს,
ამ სახლის ზემოთ გორას აივლის, სიტყვას სულსა და გულს მიაშველებს,
მერე დრო-ჟამი გახარებული დარეკავს ზარებს:
სულ ცოტა წამი ამქვეყნიური ბედნიერებას ღა ჩვენ გვაშორებს.
შემობრუნდება მერე უკან, გახედავს მხარეს,
ქვემოთ რამდენი სიხარული სიწმინდისა იზიდავს თვალებს...
ცხოვრება ჩემი არ მინდა, რომ მარტოდ დოიდეს,
ჩამჭიდე ხელი ბედნიერებას, მოგწევ სიკეთეს!
მას არაფერ იდარჩენია ოცნების დევნის
და ამ სამყაროს სულ პაწია თვალებით უმზერს, სულ პაწიათი, პაწიავ, გესმის?
ენის ჩლიფინით იგი სახელს დაგიძახებს შენ.
მზრუნველობისთვის ცუდისაგან მას დაიფარავ და გაუწვდი ხელს?
არ მინდა ქვეყნად ცხოვრება, ჩემი მარტოდ დიოდეს,
არამედ მასთან მომანიჭებს მადლად სიკეთეს,
ჩამჭიდე ხელი და გავუყვეთ ქვეყნის ბილიკებს
და ანარეკლი ააციმციმებს ისევ ძველ ქუჩებს


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1037 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]