მთავარი » 2010 » მარტი » 7 » რატომ?
9:28 PM
რატომ?
მე ბათუმელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდა, იქ გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი.
  ეხა თბილისში ვცხოვრობ, აქ ვსწავლობ, აქ ვიბრძვი მიზნებისთვის და აქ უნდა ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება გავხდე იურისტი.
  მეგონა ჯერ სწავლას დავამთავრებდი, დიპლომს ავიღებდი, სამსახურს დავიწყებდი და მერე შევაბიჯებდი ფეხს იმ სამყაროში, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
  მაგრამ შევცდი და ეხლაც მწარედ ვნანობ ამ შეცდომას. 
  ერთმანეთი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით და ყველაფერი აქედან დაიწყო. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ ვინ გაუძლებს იმ ტანჯვას, რომელსაც საყვარელი ადამიანისგან მოშორებით ყოფნას ჰქვია.
  ჩემი მშობლები ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი არ იყვნენ. როცა ეს გავიგე გაგიჟებამდე სულ ცოტარა მაკლდა. 
  ეხლაღა ვხვდებოდი, რატომ იყვნენ ჩემი თნატოლები ასეთი დაუდევრები, ეხლაღა მივხვდი რა შეეძლო სიყვარულს.
  მაგრამ ბედნიერების ზეიმი ნაადრევია. სწორედ მაშინ როცა მეგონა, რომ ქვეყნის ზურგზე ჩემზე ბედნიერი არავინ მოიპოვებოდა, მაშინ მოხდა ის რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები რომლის შვილიც ასე ძალიან მიყვარდა რძლად არასდროს მიმიღებდა. არც დაუმალავთ შეხვედრის დღესვე მითხრეს მათი პირველი შთაბეჭდილება.
მინდოდა მათგან პასუხი მომესმინა კითხვაზე 
  -რატომ? 
  მათი პასუხი კი მხოლოდ ერთი იყო 
- ჩვენი შვილისთვის უკეთესი გვინდა.
- მაგრამ ეს ჩემთვის არ იყო საკმარისი, მათ ხომ არაფერი იცოდენ ჩემზე, არასდროს შევხვედრივარ, ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი მათთვის და აი ესე გამომიხურეს კარი.
  მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, ისე ხშირად აღარ ვხდებოდით ერთმანეთს და იმასაც ვგრძნობდი, რომ არც ისე მიყურებდა როგორც ადრე. 
  სახლში მისული მუდამ ჩუმად, ჩემთვის ვტიროდი. არავინ იცოდა ჩემი წუხილის მიზეზი და არც მინდოდა ვინმეს გაეგო.
  ყოველი შეხვედრის წინ გული მიგრძნობდა რომ რაღაც მოხდებოდა.
  ერთხელაც მითხრა: 
 
-ნათი მოდი გავიპაროთ, ჩემი მშობლები არასდროს მომცემენ შენზე დაქორწინების უფლებას მე კი შენი დაკარგვა არ მინდა, ძალიან მიყვარხარ სიხარულოო.
  მე ჩავფიქრდი, არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა.
  -მე მშობლებს არასდროს მოვექცევი ისე როგორც შენ აპირებ იმათ მოექცე, მე ადრე თუ გვიან დედა ვიქნები და არ მინდა ჩემმა შვილმაც იგივე გამიკეთოს.
-მაპატიე.
-არაუშავს.
-მაშ რა ვქნათ , ვიყოთ ესე უმოქმედოდ და დროს მივენდოთ?
-მივენდოთ, ვუთხარი მე და წამოვედი.
  მთელი ღამე ვტიროდი, ვგრძნობდი რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ ვიცი რა.
ვგრძნობდი, რომ თუ დავშორდებოდით ამაში მეც ვიქნებოდი დამნაშავე, ეხლახან ხომ ჩვენი ერთად ყოფნის შანსი გავუშვი ხელიდან.
  ერთ დღეს ტელეფონზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მეც არ დავაყოვნე და სწრაფად წავედი.
- ნათი, არ მინდა, მაგრამ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, არ შემიძლია სამუდამოდ იმ ადამიანების დაკარგვა ვისაც ვუყვარვარ, ვინაც გამზარდა და არაფერი დაიშურა ჩემთვის. 
- ხო ეგ ვიცი, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა დაკარგო?
- ჩემი ოჯახი ამერიკაში მიდის საცხოვრებლად, უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან.
- ხო მაგრამ გამოსავალი ხო მაინც არსებობს
- გამოსავალი?
- ხო გამოსავალი, შეგვიძლია დავქორწინდეთ, მე შენ მიყვარხარ და სადაც გინდა იქ გამოგყვები თუნდ ქვეყნის დასალიერამდე.
- ხო მაგრამ... 
  სიჩუმეა...
  თვალებიდან ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა, არ მინდოდა მეტირა მაგრამ ვტიროდი, მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხები მეკეცებოდა.
- ხო ვიცი არ შეგიძლია ცოლად მომიყვანო, ვივი ეგ ვიცი და ისიც ვიც რატომ.
- როგორც ჩანს მიმიხვდი.
- ხო მივხვდი ვუთხარი მე და ცოტათი გავიღიმე.
- და ეხლა რა იქნება?
- არ ვიცი მიპასუხა მან აცრემლებული თვალებით. მგონი ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ.
- ხო, ალბათ.
  მისთვის არაფერი მითქვამს წამოვედი და არა მარტო იმ ადგილიდან, წამოვედი მისი ცხოვრებიდანაც სამუდამოდ.
  მარტოს მიმავალმა, რომ იცოდეთ რამდენჯერ გავიხედე მტკვრისკენ, რამდენჯერ შემიპყრო შიშმა და საერთოდ რამდენი ვიტანჯე.
  ერთ დღეს მეგობრის ზარმა გამაღვიძა, მან მითხრა, რომ ის ვინ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა სამუდამოდ ტოვებდა საქართველოს. 
  ჩემდაუნებურად ჩავიცვი, და გავეშურე აეროპორტისაკენ. 
ვხედავდი, როგორ ჯდებოდა თვითფრინავში, ვხედავდი როგორ მეძებდა მისი თვალები, ვხედავდი მშობლების კმაყოფილ სახეს და ვხედავდი, რომ მე არაფრის გაკკეთებ არ შემეძლო. ვკარგავდი ადამიანს და უსუსურად , მარტოკა ვიდექი. ვკარგავდი მას და ჩემი სიცოცხლეც აზრს კარგავდა.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1077 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]