მთავარი » 2010 » მარტი » 20 » რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
1:24 PM რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. |
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, -მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: -განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1169 |
დაამატა: PaWuKa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|