მთავარი » 2012 » აგვისტო » 21 » ყოველ საღამოს...
10:26 PM ყოველ საღამოს... |
როცა მზე ჩავა და ჩამოღამდება, და როცა ბინდი დაისადგურებს, ჩემსა გონებას, ფიქრსა და რწმენას, მტარვალი სევდა დაისაკუთრებს.
თვალებს რომ მივაპყრობ მდუმარე ღამეს, მოგონებები ისევ ცოცხლდება, და შიგ ჩაძირულს გრძნობათა წყრომით ნაცნობი სევდა კვლავ მეორდება.
მოწმენდილ ცაზე მთვარე ანათებს, მისი დისკო კი მე მეფინება, მგონია ჩემს სულს ნაზად აანთებს და ბნელ ადგილებს დაეფინება.
ეს ბნელი ღამეც მისკენ მიზიდავს, და წყვდიადს ვერწყმი როგორც სანთელი, ვზივარ და ველი ეული, მარტო, თითქოს რაღაც აქვს ჩემთვის სათქმელი.
ახალმა გრძნობამ იფეთქა უმალ, და გაიღვიძა სულმა სნეულმა, შევწყვიტე ფიქრი ღამეთეულმა, და გამიტაცა ნათებამ შვეულმა.
შორით ალიონს ებრძვის ღამურა, მე კი ვივსები ბედნიერებით, მზის სხივმა ბუნება აახმაურა და ვტკბები ხანმოკლე წუთიერებთ.
მთვარე რომ ჩავა და გათენდება, და როცა ნათლი დაისადგურებს, ჩემსა გონებას, ფიქრსა და რწმენას, ტკბობა, იმედი დაისაკუთრებს. ავტორი: გიგა ფუტკარაძე
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 5467 |
დაამატა: giga2891
| რეიტინგი: 3.5/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|