მთავარი » 2010 » მარტი » 25 » ოდესმე. . . ღამით . . .
10:43 PM ოდესმე. . . ღამით . . . |
ოდესმე. . . ღამით . . .გაისმება შენს კარებზე ჩემი ზარის ხმა, კარებს გააღებ და ვერ მიცნობ, შენ ელი სულ სხვას . . . . აცრემლებული, გულნატკენი და აერეული მე გავუყვები გაყინული დეკემბრის ცივ გზებს . . .
გრძნობებისაგან აფეთქებული თან წამოვიღებ შენს გაოცებულ მზერას და სიტყვებს . . . ოღონდ იცოდე, რომ ოდესმე . . ერთ ქალს . . . უყვარდა შენი სიტყვა და სული . . .
მაგრამ შენამდე სულ სხვამ დაიპყრო მისი სხეული და მისი გული . . . მინდა უბრალოდ მხოლოდ ერთხელ ჩაგიკრა გულში. . . გითხრა ისიც, რომ ჩემს შვილს შენი სახელი ჰქვია . . .
და თუკი ოდეს მარტო დარჩები უდიერ ბრბოში, იცოდე ვიღაც შენი ლექსებით სიცოცხლეს ჰქმნიდა.
მიმაგრება: |
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 1106 |
დაამატა: SPIRITI
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|