მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » მთვარეს ვუყურებ...
1:03 AM
მთვარეს ვუყურებ...

მთვარეს ვუყურებ...ვაკვირდები და ვფიქრობ...გიტარის წყნარი მელოდია არღვევს სიჩუმეს და სიბნელეს....შენ მეძახი და შიში მიტანს,რადგან ვგრძნობ,რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა...ასე ვარ ზოგჯერ,მოწყენილი თუ მხიარული,ჭირში თუ ლხინში,უეცრად ვჩერდები და შიში მიტანს ისევ,რადგან ეს ყველაფერი სადღაც მინახავს,სადღაც უკვე მოხდა მაგრამ ამავე დროს პირველად ხდება...
ლექსის ან სიმღერის წერისას ზოგჯერ მგონია,რომ ვპოულობ საჭირო სტრიქონს და სიხარული მიპყრობს,რომელსაც შეცბუნება ცვლის რადგან ვიღაც ყურში ჩამჩურჩულებს და ქირქილებს:"ეს უკვე ითქვა,ეს უკვე იყო...ეს ერთხელ იყო!"
ერთი კითხვა მიჩნდება...ერთადერთი საშინელი კითხვა,რომელსაც გავურბივარ...სხვა ცხოვრებაში ნეტავ კიდევ თუ ვიტყვით:
"ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო?"


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1043 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]