მთავარი » 2011»ივნისი»28 » მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა.
9:23 PM
მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა.
წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა... ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან, აღარ ჩანდა გზა, მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი, რა დამღლიდა სხვა. მინდა,ისევ ოცნებების გადავცურო ზღვა, იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა,-- სხვა მინდა,მინდა რაღაც გითხრა, ვერ გავბედე თქმა, როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს ხმა!.. წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა...