მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » მხოლოდ გული ხედავს კარგად...
8:55 PM
მხოლოდ გული ხედავს კარგად...


,, ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან, მაგრამ ამაოდ… მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. . .”


- ,,ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი"...



,,ცრემლების ქვეყანა ხომ იდუმალებით მოცული სამყაროა..”

,,ნეტავ რატომ კიაფობენ ვარსკვლავები?

ალბათ იმიტომ,რომ ადრე თუ გვიან

ყველამ უნდა იპოვოს თავისი ვარსკვლავი..”

,,ადამიანთა შორისაც მარტოობაა..”

,,მხოლოდ გული ხედავს კარგად,თვალს

არ ძალუძს დაინახოს ის ,რაც მთავარია

და არსებითი..”



,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს..”

,,ნათელს მხოლოდ ვერ დაინახავ..ის უნდა შეეხოს სულის ნაპერწკალს..”




ნაწყვეტები წიგნიდან ,, პატარა უფლისწულის” სამყაროში

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1411 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]